id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1669	Lomsadze-Kutchava, Maya; Giorgadze, Khatuna; Janelidze, Salome	INVESTMENT PROJECTS, DEVELOPMENT PHASES AND INVESTMENT ACTIVITY	2023	9	.pdf	application/pdf	2268	61	78	სხვა. 3) საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო ობიექტზე მოქმედი ფაქტორების ანალიზი. პროექტის ამ ნაწილში კეთდება საინვესტიციო ობიექტზე მოქმედი ყველა ფაქტორის და მთლიანად საინვესტიციო გარემოს ანალიზი, სათანადო ციფრული გათვლებით დასაბუთებული. განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიექცეს საინვესტიციო გარემოს მდგომარეობას, რაშიც პირველ რიგში იგულისხმება ეკონომიკური საკანონმდებლო ბაზის ლიბერალურობა, სამეწარმეო საქმიანობისადმი ფისკალური პოლიტიკის ლოიალურობა, საფინანსო ინსტიტუტების განვითარების დონე, ბაზრის თავისუფლების ხარისხი, კვალიფიციური მუშახელის არსებობა. 4) საინვესტიციო ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიური დახასიათება. ობიექტის განსაზღვრის შემდგომ ინვესტორმა უნდა დაიწყოს შერჩეული საქმიანობის დაწვრილებითი გაანგარიშება. მიზნის განსაზღვრის დროს იგი დაახლოებით ითვლიდა, ამ ეტაპზე კი ყველაფერი ზუსტად უნდა გათვალოს. ამ გათვლებში ზუსტდება საინვესტიციო ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიური მახასიათებლები. 5) ინვესტირების ეტაპობრივი გეგმის შედგენა. პროექტის ამ ნაწილში ინვესტორმა საქმის გამართვის დროში გაწერილი გეგმა უნდა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 21 შეადგინოს. ზემოთ ხსენებული მაგალითის შემთხვევაში იგი ადგენს ჰესის აშენების ეტაპებს. 6) ეტაპების მიხედვით საპროგნოზო ეკონომიური მაჩვენებლების განსაზღვრა. პროექტის ეს ნაწილი ყველაზე არსებითია, ვინაიდან იმის და მიხედვით, თუ რამდენად რეალისტურად იქნება დადგენილი თითოეული ეტაპის საპროგნოზო ეკონომიური მაჩვენებელი, იმდენად მცირე იქნება მთლიანი საინვესტიციო პროექტის უარყოფითი რისკ- ფაქტორი. აქ დაშვებული შეცდომა მძიმედ აისახება შედეგზე. ვთქვათ ჰესის საინვესტიციო პროექტში ამ ნაწილში ინვესტორმა დაგეგმა ჰესის აშენების ხუთი ეტაპი და ვთქვათ მეორე ეტაპზე, კერძოდ კი საგუბარი კაშხლის აშენება დაგეგმილი იყო შემოდგომაზე და მასზე გათვალისწინებული იყო 100 000 ლარი. პროექტის რეალიზაციის დროს აღმოჩნდა, რომ კაშხალი შემოდგომაზე ვერ მოესწრო. ზამთარში სამუშაოები შეწყდა უამინდობის გამო, გაზაფხულზეც წყალუხვობის გამო ვერ განახლდა სამუშაოები. ჯამში სამუშაოები შეჩერდა 5-6 თვე. მანამდე გაწეულმა ხარჯებმა და წარმოშობილმა საკონსერვაციო-საექსპლუატაციო ხარჯებმა გადააჭარბეს 100 000 ლარს. კაშხლის აგებისათვის კიდევ 50 000 ლარის გაღება გახდა საჭირო. უკვე ამ ეტაპისათვის პროექტის ჯამური ეკონომიკური ეფექტურობა უარყოფითი გახდა. 7) ინვესტიციის საპროგნოზო ჯამური ეფექტურობის განსაზღვრა. პროექტის ამ ნაწილში ინვესტორი ანგარიშობს მთელი პროექტის მომგებიანობას დახარჯული თანხის, დროისა და ამოღებული თანხის გათვალისწინებით. ამ დროს, გარდა წმინდა ეკონომიკური ანგარიშისაც, საპროგნოზო ჯამური ეფექტურობის ფორმულაში შეყვანილი უნდა იქნას უარყოფით რისკ-ფაქტორთა მდგენელები. 8) გადაწყვეტილების მიღება. ეს ნაწილი აერთიანებს შვიდივე ნაწილში ჩატარებულ ანალიზს. იგი ეყრდნობა არა მარტო ციფრობრივ დასაბუთებას, არამედ მეწარმის ალღოსა და ინტუიციას. რამდენადაც პარადოქსულად მოგვეჩვენოს, წარმატებული ბიზნესმენები თავის საქმიანობაში საკუთარ ალღოსა და ინტუიციას უფრო ეყრდნობიან, ვიდრე მშრალ ეკონომიურ გათვლებს. ამრიგად,	cache/gs-1669.pdf	txt/gs-1669.txt
