id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1687	Meshveliani, Paata; Didava, Gia; Tomadze, Gia; Kepuladze, Shota; Burkadze, George	Evaluation of proliferative activity of pre-tumor and tumor processes of Barrett’s esophagus using AgNor technology	2023	14	.pdf	application/pdf	2708	113	78	ზემოთ აღნიშნული ლიტერატურული მონაცემები მიუთითებს, რომ ცალკეული პაციენტები ხასიათდებიან ბარეტის ეზოფაგიტის დისპლაზიად და შემდგომში კარცინომად პროგრესიის განსხვავებული რისკით. შესაბამისად კლინიკურ პრაქტიკაში მაღალი მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდუალურ პაციენტში არსებული დაზიანების პროგრესიის რისკის სწორ შეფასებას, რაც თავის მხრივ გააადვილებს მკურნალობისა და კლინიკური მენეჯმენტის სწორი მეთოდების შემუშავებას. ამჟამად Ki67 წარმოადგენს უჯრედის პროლიფერაციის ყველაზე კარგად შესწავლილ მარკერს. Ki67-ის მომატებული ექსპრესია აღინიშნება სხვადასხვა ტიპის კარცინომებში, საყლაპავის კარცინომის ჩათვლით. სხვადასხვა კვლევებით ნაჩვენებია განსხვავება Ki67-ის განაწილებაში დაბალი ხარისხის დისპლაზიასა და მაღალი ხარისხის დისპლაზიას შორის. შესწავლილი იქნა კოლეგების მიერ გამოკვლეული იქნა Ki67-ის მონიშვნის ინდექსი 25 ეზოფაგექტომიურ მასალაში ბარეტის ეზოგაფუსის სხვადასხვა უბნებში. ბარეტის ეზოგაფუსის უბნებში დისპლაზიის გარეშე Ki67-ზე საშუალო Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 49 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 2, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.02.07 ბარეტის საყლაპავის სიმსივნისწინარე და სიმსივნური პროცესების პროლიფერაციული აქტივობის შეფასება AGNOR-ის ტექნოლოგიის გამოყენებით პაატა მეშველიანი1, გია დიდავა2, გია თომაძე3, შოთა კეპულაძე4, გიორგი ბურკაძე5 1თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის Phd სტუდენტი; 2თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 3თბილისის სახელმწიგო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ზოგადი ქირურგი; 4თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის Phd სტუდენტი; ექიმი პათოლოგანატომი; 5თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მოლეულური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; აბსტრაქტი საყლაპავის კარცინომა წარმოადგენს სიხშირით მერვე ავთვისებიან დაავადებას და სიმსივნესთან ასოცირებული სიკვდილიანობის მეექვსე მიზეზს მსოფლიო მასშტაბით. აშშ-ს მონაცემებით საყლაპავის კარცინომების უმეტესობას შეადგენს ადენოკარცინომები. საყლაპავის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომების ინციდენტობა ყოველწლიურად მცირდება, ხოლო ადენოკარცინომების რაოდენობა კი ბოლო სამი-ოთხი დეკადის განმავლობაში არ შეცვლილა. დადგენილია, რომ არსებობს ძლიერი კორელაცია პროლიფერაციულ აქტივობასა და სიმსივნის ცუდ პროგნოზს შორის, ამიტომ კლინიკური კვლევებით ინტერესი პროლიფერაციული პოტენციალი სსხვადასხვა მარკერებზე ჯერ კიდევ აქტუალურია და ყოველწიურად იზრდება. ჩვენი კვლევის ფარგლებში განხორციელებულ იქნა კოჰორტული რეტროგრადული კვლევა, რისთვისაც გამოყენებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის 2019-2022 წლების საარქივო მასალა. განისაზღვრა პროლიფერაციული აქტივობა AgNOR-ის ტექნოლოგიით არსებულ 35 შეთხვევაში შეფასდა შემდეგ ჰისტოლოგიურ ერთეულში: ბარეტის საყლაპავი ენტერული მეტაპლაზიით; ბარეტის საყლაპავი ფოვეოლური მეტაპლაზიით; ბარეტის საყლაპავი ეპითელიუმის დაბალი ხარისხის დისპლაზიით; ბარეტის საყლაპავი ეპითელიუმის მაღალი ხარისხის დისპლაზიით; ჩვენი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით AgNOR-ის ტექნოლოგია შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბარეტის საყლაპავის დროს პროლიფერაციული აქტივობის შესაფასებლად. საკვანძო სიტყვები: ბარეტის საყლაპავი; AgNOR; დისპლაზია; მეტაპლაზია; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 50 ლიტერატურის მიმოხილვა საყლაპავის კარცინომა წარმოადგენს სიხშირით მერვე ავთვისებიან დაავადებას და სიმსივნესთან ასოცირებული სიკვდილიანობის სიხშირით მეექვსე მიზეზს მსოფლიო მასშტაბით. აშშ-ს მონაცემებით საყლაპავის კარცინომების უმეტესობას შეადგენს ადენოკარცინომები1.	cache/gs-1687.pdf	txt/gs-1687.txt
