id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1722	Kemoklidze, Zurab; Mchedlidze, Ketevan; Churadze, Manana; Aneli, Jemal	FEATURES OF THE MICROSTRUCTURE OF THE LEAVES OF Fatsia japonica (THUNB.) DECNE. ET PLANCH. (Araliaceae)	2023	10	.pdf	application/pdf	2000	91	84	მჟაუნმჟავა კალციუმის დრუზა კრისტალები 15 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 90 დასკვნა შესწავლილია საქართველოში ინტროდუცირებული F. japonica-ს ფოთლის შინაგანი აგებულების თავისებურებანი და დადგენილია მისი, როგორც ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა მდიდარ საექსპერიმენტო ობიექტის მიკროსტრუქტურულ სადიაგნოსტიკო მახასიათებელთა შემდეგი ერთობლიობა ფარმაკოგნოსტულ ანალიზში ნედლეულის ნამდვილობის დადგენის მიზნით:  F. japonica-ას ფოთოლი შიშველია, ბიფაცუალური ფორმის, დორზოვენრტალური, ჰიპოსტომატური სტრუქტურის;  ფოთლის ზედა და ქვედა ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები არადაგვირისტებული, მრუდხაზოვანი და მრუდკედლიანია, ქვედა ეპიდერმისის კუტიკულარული მოზაიკა ტალღისებრი;  ფოთოლში დიფერენცირებული ბაგის აპარატი ანიზოციტური ტიპისაა, ბაგეთშორისი ხვრელი თითისტარისებრი, ხოლო, ბაგეთა განწყობა ქაოტური;  F. japonica-ას ფოთლის რბილობში უკუ-კოლატერალური აღნაგობის გამტარი კონა აღიბეჭდება;  იაპონური ფაციას ფოთლის ყველა სტრუქტურულ ერთეულში შესამჩნევია მჟაუნმჟავა კალციუმის დრუზა კრისტალების და სეკრეტორული სავალების დიფერენცირება;  F. japonica-ას ფოთლის ნაკვთის მთავარი ძარღვის ძირითადი ქსოვილი პოლიგონალურია, გამტარი სისტემა როგორც ძართვში, ასევე ყუნწში ჭურჭლ- ბოჭკოვანი, ღია-კოლატერალური ტიპის, მხოლოდ მთავარ ძარღვში მათი განწყობა ასიმეტრულია, ხოლო ყუნწში სიმეტრიული;  F. japonica-ას ფოთლის ნაკვთის მთავარი ძარღვის და ყუნწის მერქანში დიფერენცირებულია სიგრძეზე მწკრივისებ განწყობილი სანათურები;  F. japonica-ას ფოთლის ყუნწის სიგრძივ ანათანზე აღიბეჭდება მერქნის გამტარი ჭურჭლების გარსის სპირალური, რგოლური მასალა და მეთოდიკა. F. japonica-ას ფოთლის საკვლევი ნიმუში მოპოვებულ იქნა 2020 წელს. საანალიზო მცენარის ფოთლის ფირფიტის, ფოთლის მთავარი ძარღვის და ფოთლის ყუნწის (მეზოპეციოლი) ცენტრალური არეებიდან აღებული საპრეპატარო ნიმუშთა განივი, სიგრძივი და ზედაპირული ანათლები დამზადდა ცოცხალი დაუფიქსირებელი მასალიდან ბასრი სამართებლის საშუალებით, საკვლევი ანათლები შეიღება საფრანინის ხსნარში 24 სთ-ის განმავლობაში და მოთავსდა გლიცერინიან გარემოში სასაგნე მინაზე. კვლევის ობიექტთა მიკროტექნიკური კვლევა	cache/gs-1722.pdf	txt/gs-1722.txt
