id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1724	Natbiladze, Nia; Lursmanashvili, Lia; Rukhadze, Olga	EQUIPMENT FOR TIGHTENING AND STRAIGHTENING NON-WOVEN FABRICS	2023	4	.pdf	application/pdf	915	17	57	https://doi.org/10.52340/gs.2023.05.02.12 უქსოვი ქსოვილის შემჭიდროებისა და მოსწორების მოწყობილობა ნია ნათბილაძე, ლია ლურსმანაშვილი, ოლღა რუხაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეზიუმე: სტატიაში წარმოდგენილია მოწყობილობა, რომელიც განეკუთვნება მსუბუქ მრეწველობას, კერძოდ უქსოვი ქსოვილების დამზადების ტექნიკასა და ტექნოლოგიებს და შესაძლოა გამოყენებული იყოს თექის ქსოვილის შემჭიდროებისა და მოსწორებისათვის. სტატიაში აღწერილია ჩვენს მიერ კონსტრუირებული მოწყობილობა, რომლის მე- შვეობითაც შესაძლებელია თექის შემჭიდროება და მოსწორება განსხვავებულად დე- ფორმირებული უბნების წარმოქმნის გარეშე, დამუშავებული ქსოვილის მთელ ფართობზე სტრუქტურული შემადგენლობის დაცვით და შემჭიდროება მოსწორების ხარისხის ამაღლებით. ამასთან, თელვის პროცესისათვის განკუთვნილი დროის შემცირებისა და ხელით შრომის გამოთავისუფლების უზრუნველყოფა. საკვანძო სიტყვები: თექა, ტექნოლოგია, მოწყობილობა, კონსტრუქცია, ქსოვილი. თექა არის ტექსტილის ქსოვილი, რომელიც შედგება მექანიკურად გამაგრებული ბოჭკოებისგან. სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, თექა არ იქმნება ქსოვით. ტრადიციულად, თექა მიიღება მატყლის ან სხვა სახის ფხვიერი ცხოველის თმისგან მოთელვით, რადგან თმის ქერცლიანი სტრუქტურის გამო ხდება ბოჭკოების ურთიერთმიწებება. ბოლო დროს, თექა სულ უფრო და უფრო იწარმოება დახვეული უქსოვი ქსოვილის სახით. ამ შემთხვევაში, ბოჭკოები ერთმანეთზეა გადაფენილი და არაერთხელ იჭრება მრავალ ნაჭრებად. თბოიზოლაციის თვისებების გამო, თექა გამოიყენება ტანსაცმლის, შუასადებად გამოსაყენებელი მასალისა და ფეხსაცმლის, ასევე საიზოლაციო მასალების წარმოებაში. თბოიზოლაციის ეფექტის გამო განსაკუთრებით პოპულარულია თექის ფეხსაცმელი, სპორტული ქურთუკები და თექის ქუდები. თბოიზოლაციის თვისებებთან ერთად, თექა ჰაერგამტარი და, გარკვეულწილად, წყალგაუმტარია. მშრალ მდგომარეობაში თექის მასალა სუნთქვადია, რაც უზრუნველყოფს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან თექის მასალით მოწოდებული სხვა ნივთების ვენტილაციას. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 101 თექის ქსოვილი ჩვეულებრივ მზადდებოდა სხვადასხვა სისქის პანელების სახით. თხელ თექას იყენებდნენ თავსაფარად, სქელი თექას იყენებდნენ ჯავშანტექნიკის, ფეხსაცმლის, იურტისა და ცხენების საფარების დასამზადებლად. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტყავის ნაწარმის სამომხმარებლო თვისებები, ბეწვისა და სხვა მოთხოვნადი საქონელის, ხარისხი დამოკიდებულია მათი წარმოების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილებასა და სწორ მუშაობაზე.სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობის შექმნის, გაუმჯობესების, გამოყენების, მათი განვითარების წინსვლის საფუძველი არის ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური პროცესი. საწარმოო ურთიერთობები მოიცავს მატერიალური ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანობას ადამიანებს შორის სოციალური წარმოების პროცესში და სოციალური პროდუქტის მოძრაობას წარმოებიდან მოხმარებამდე. თექის შემჭიდროებისა და მოსწორების პროცესში წარმოებული პროდუქტი ძირითადად მცირდება ზომაში, შესაბამისად იზრდება მასალის სიმტკიცე და სიმკვრივე. თექის შეკუმშვა მერყეობს 30-დან 80 პროცენტამდე, სიმკვრივეს კი აქვს მაქსიმალური მნიშვნელობა, რომელიც ტოლია 0,55 შესრულების ფორმების მოყვანაც, მატ სორის დოლის ბრუნვის ღერძის განთავსებით კრონშტეინებზე შესრულებულ ვერტიკალურ მიმმართველებში, სადაც დოლს ექნება არამარტო თავისუფალი ბრუნვის არამედ ვერტიკალურად თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობაც. როგორც აღნიშნული იყო მაგიდა მოძრაობას იღებს ორ სიჩქარიანი რევერსული ელექტროძრავიდან 3 და ასრულებს უკუქცევით-წინსვლით გადადგილებას. ძრავას 3 აქვს ორი სიჩქარე, რათა თექის სისქის თანაბრობისათვის სხვადასხვა სიჩქარით მაგიდამ და დოლმა შეასრულონ აუცილებელი მოძრაობა. დოლი, რომელიც დამაგრებულია კრონშტეინებზე თავისუფალი ბრუნვის შესაძლებლობით და მოძრაობაში მოდის მაგიდის გადაადგილებისას მასზე განთავსებული ქსოვილთან კონტაქტის ხარჯზე ნახაზზე ნაჩვენები მიმართულებით. იმისათვის, რომ თექის სტუქტურული შემადგენლობა არ დაირღვეს, არ უნდა მოხდეს ზედმეტი დაწნევა მასზედ. ამ მოსაზრებითაა სწორედ, რომ დოლი ბრუნვაში მოდის ნახსენები კონტაქტის მეშვეობით და არა საკუთარი ძრავით, რაც გამოიწვევდა ძლიერ კონტაქტს ანუ დაწნევას და რასაც დიდი ალბათობით აუცილბლად მოჰყვებოდა ქსოვილის სტრუქტურული ცვლილებები. დოლზე შესრულებული განივი შემზღუდველები, ფორმირებული ტორსულ მხარეებზე შესრულებული რგოლური შვერილების 6 ფორმით იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კონტაქტი დასამუშავებელ ქსოვილთან მიმდინარეობდეს სისქის თანაბრობის მაქსიმალური დაცვით მთელ ფართობზე. მაგიდაზე განთავსებულ ქსოვილსა და დოლს შორის მაძილის რეგულირება საჭიროა ქსოვილის მოცემული სისქის შესაბამისად, რაც ასევე ჩანს ტექნიკის არსებული დონიდანაც. ამრიგად, ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი კონსტრუქცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა თექის შემჭიდროება და მოსწორება განსხვავებულად დეფორ- მირებული უბნების წარმოქმნის გარეშე, დამუშავებული ქსოვილის მთელ ფართობზე Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 103 სტრუქტურული შემადგენლობის დაცვით და შემჭიდროება მოსწორების ხარისხის ამაღ- ლებით. ამასთან, თელვის პროცესისათვის განკუთვნილი დროის შემცირებისა და ხელით შრომის გამოთავისუფლების უზრუნველყოფით. გამოყენებული ლიტერატურა: 1. ცაგარელი ნ.-ქართული თექა-თბილისი 1982წ. 2.	cache/gs-1724.pdf	txt/gs-1724.txt
