id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1725	Rukhadze, Olga	TRADITIONAL METHODS OF FABRIC MAKING IN GEORGIA	2023	5	.pdf	application/pdf	1236	15	31	წარმოადგენს. არსებობს მრავალი ლეგენდა თექის დამზადების შესახებ. თექის დამზადების ტექნოლოგია ძაფის დართვისა და ქსოვის წინამორბედად მოიაზრება. თექა, თავისი ჰიგიენური თვისებებიდან გამომდინარე, როგორიცაა - ეკოლოგიურობა, თბოგამტარობა, ანტიბაქტერიულობა, სიმსუბუქე, ცვეთამედეგობა, თანამედროვე პირობებშიც არ კარგავს აქტუალობას და გაცილებით მეტად დასაფასებელი და ღირებული ხდება. არაერთი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ისტორიული წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას, როგორც ძველი ქართული თექის, ისე სხვა კულტურათა თექის განვითარების შესახებ. არსებულ წყაროთა დახმარებით ვიგებთ თექის დამზადების ტექნოლოგიური პროცესების შესახებ. მოთელილი მასალისაგან შექმნილი ნაწარმი წარმოადგენდა არა მარტო სხეულის საფარველს, მისი თბური რეგულაციისა და მექანიკური დაზიანებისაგან დაცვის საშუალებას, არამედ ფუფუნებისა და ერთგვარი ესთეტიკური გემოვნების საგნებადაც ითვლებოდა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 105 ძველი წელთაღრიცხვის III-II ათასწლეულთა მიჯნითაა დათარიღებული ბედენის აკლდამა, რომელშიც სხვა ნივთებსა და ქსოვილების ნაშთებთან ერთად, მოთელილი ნაწარმის ფრაგმენტებიცაა წარმოდგენილი. გ. გობეჯიშვილის ვარაუდით, „ქეჩა , ალბათ, ქვეშ ეფინათ მიცვალებულებს“ - აქვე ნაპოვნია ნაბადგამოკრული ფარიც. თელვის საქმიანობა იმდენად იყო განვითარებული , რომ წერილობითი წყაროების მიხედვით, შუა საუკუნეებში, ქსოვილებთან ერთად, ნაბდები გაჰქონდათ საქართველოდან. საქართველოში მატყლს თელავდნენ სამეგრელოში, ზემო რაჭაში, იმერეთში, სვანეთში, ჯავახეთში, ხევში, ფშავში, თუშეთში, ქართლსა და კახეთში. მრავალმხრივი გამოყენება ჰქონდა მატყლის თელვით მიღებულ მასალას თავსაბურსა და შესამოსელში, სახლის შიგა სივრცის გასალამაზებლად და დასათბუნებლად; იყენებდნენ აგრეთვე დროებითი საცხოვრებლის სახურავად, კარვებად, სასაპალნე და ტვირთმზიდავი პირუტყვის აღკაზმულობაში, დანიშნულების მიხედვით მზადდება მოკლე ან გრძელი, მსუბუქი ან მძიმე, დაბალ ან მაღალხაოიანი. XIX საუკუნეში საუკეთესო ნაბდის წარმოებით ამიერკავკასიაში განთქმული იყო საქართველო. ნაბადი მზადდებოდა თუშეთში, სვანეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და რაჭაში. ნაბადი თავისი უნიკალური თვისებების – სითბოდამცავობისა და წყალგაუმტარობის გამო, კავკასიელი ხალხის გასაოცარი გამოგონებაა. ნაბადი ღღესაც კი იდეალურ, შეუცვლელ სამოსად ითვლება მთიელი მწყემსებისათვის, ნისლიან და უხვთოვლიან პირობებში. მოხმარების მოხერხებულობის, სისადავისა და პრაქტიკულობის წყალობით ნაბადი ძველთაგანვე იყო ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლის – მწყემსისა თუ თავადის, მდიდრისა თუ ღარიბის საყვარელი და	cache/gs-1725.pdf	txt/gs-1725.txt
