id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1903	Metskhvarishvili, Magda; kalandadze, Iamze; Gorgadze, Kakha; Beridze, Manana	WAYS OF LEARNING OF IDEAL STATE EQUATION (METHODOLOGICAL MATERIAL)	2023	7	.pdf	application/pdf	1643	33	61	ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც ახასიათებს სისტემის მდგომარეობას პარამეტრი ეწოდება. აირი ხასიათდება ერთი მექანიკური (მასა m) და სამი თერმოდინამიკული პარამეტრით, ესენია: P წნევა, V მოცულობა, T ტემპერატურა. ამ პარამეტრებს შორის კავშირი მენდელეევ-კლაპეირონის ფორმულით (1) მყარდება და იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება ეწოდება. 𝑃𝑉 𝑇 = 𝑐𝑜𝑛𝑠𝑡, თუ 𝑚 = 𝑐𝑜𝑛𝑠𝑡 (1) შესაძლებელია ამ განტოლების ორი, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული და საერთოს არ მქონე გზით მიღება, ხოლო სუფთა ექსპერიმენტული ვითარება მეტად არწმუნებს მკითხველს მის ჭეშმარიტებაში და მათ შორის მიზიდულობის ძალებიც საგრძნობლად დიდია. მყარ მდგომარეობაში ნივთიერება ინარჩუნებს ზომას და ფორმას, რადგან მისი შემაგენელი ნაწილაკები მკაცრად განსაზღვრულ ადგილებზეა განლაგებულნი, ისინი ირხევიან წონასწორობის მახლობლად და იშვიათ შემთხვევაში ტოვებენ ამ მგომარეობას. თხევად მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება ფორმას ვერ ინარჩუნებს, მაგრამ ინარჩუნებს მოცულობას - სითხეები პრაქტიკულად უკუმშვადია. სითხეში მოლეკულა თავისუფლად ვერ გადაადგილდება. ის მეზობელი მოლეკულების მიზიდულობით ერთ ადილას არის „ჩაჭერილი“ და ამ მდებარეობის მახლობლად ირხევა. თუმცა, სითხის ატომს შეუძლია დატოვოს საკუთარი ადგილმდებარეობა და სხვა მდებარეობაში გადახტეს (მის ადგილს სხვა ატომი დაიკავებს),	cache/gs-1903.pdf	txt/gs-1903.txt
