id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1913	Tserodze, Nana; Karkashadze, Nino; Tatiashvili, Leila; Kavtaradze, Nino; Uridia, Rusudan; Tserodze, Khatuna	IMPORTANCE OF AMINO ACIDS	2023	5	.pdf	application/pdf	1547	83	86	თრეონინი არის კოლაგენის, ელასტინის და კბილის მინანქრის შემადგენელი ნაწილი. ხელს უშლის ღვიძლში ცხიმის დაგროვებას, უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მოქმედებას. ტრიპტოფანი მონაწილეობს ნიაცინის (B-ვიტამინის) და სეროტონინის სინთეზში. ის ბუნებრივი ანტიდეპრესანტია, აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს არტერიების და გულის კუნთების სპაზმების რისკს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ფენილალანინი გამოიყენება ორგანიზმის მიერ თიროზინის და სამი სხვადასხვა ჰორმონის ეპინერფინის (ადრენალინის), ნორეპინერფინის და თიროქსინის სინთეზში. ის უზრუნველყოფს კარგ განწყობას, აქვეითებს მადას, მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტი და აუმჯებესებს მეხსიერებას. ცოცხალი ორგანიზმების ნორმალური ცხოველქმედებისთვის მნიშვნელოვანია რომ ორგანიზმმა არ განიცადოს ამინომჟავების დეფიციტი. აქედან გამომდინარე, ამინომჟავები წარმოადგენენ ცოცხალი სისტემების არსებობისათვის მნიშვნელოვან პირობას. ამინომჟავების აგებულებისა და თვისების ცოდნის გარეშე ვერ მოხდება ცილის ვერც სტრუქტურის, ფუნქციის კანონზომიერება, ვერც ცალკეული ორგანიზმებისა და ბიოსისტემის მექანიზმების ფუნქციონირება ამინომჟავები გამოიყენება ცილების სინთეზში, რომლებიც შედიან უჯრედის, ქსოვილებისა და ორგანოების ყველა ძირითადი სტრუქტურის შემადგენლიობაში, ასრულებენ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 230 ფერმენტულ ფუნქციებს, მონაწილეობენ ნივთიერებების ტრანსპორტირებაში და სხვ. ისინი აქტიურად არიან ჩართული იმ პროცესებში, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმში ამინომჟავების, ჰემის, კრეატინისა და სხვა ნაერთების ცვლას. ამინომჟავების კატაბოლიზმი ატფ-ის სინთეზისთვის ენერგიის წყაროა. ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 35 გრამი თავისუფალი ამინომჟავაა. მათი უდიდესი ნაწილი ცილების შემადგენლობაშია. ამინომჟავები შეიცავენ ორგანიზმის მთლიანი აზოტის 95%-ს. ევოლუციის პერიოდში ადამიანმა დაკარგა იმ ამინომჟავების სინთეზის უნარი, რომლებიც საჭიროებდნენ დიდი რაოდენობით ფერმენტებს. მათი მიღება აუცილებელია საკვებიდან.	cache/gs-1913.pdf	txt/gs-1913.txt
