id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1921	Lagazidze, Dimitri; Kutateladze, Giorgi; Orjonikidze, Manana; Getia, Malkhaz; Bakuridze, Alyosha	DEVELOPMENT AND STANDARDIZATION OF SEA-BUCKTHORN (HIPPOPHAE RHAMNOIDES) SUPPOSITORIES	2023	8	.pdf	application/pdf	1740	87	83	ქაცვის ზეთის 0,3 გ ვაგინალური სუპოზიტორიებიდან კაროტინოიდების in vitro გამოთავისუფლების პროფილის შედარებით ნაჩვენებია, რომ ორივე ფუძეზე მომზადებულ ნიმუშებს ახასიათებს პროლონგირებული გამოთავისუფლება, ამასთან პროცესი უფრო ინტენსიურიად მიმდინარეობს დიფილურ ფუძეზე (ვიტეპსოლი W 35), რომელიც რეკომენდებულია ძირითად სუპოზიტორიულ ფუძედ ქაცვის ზეთის სუპოზიტორიებისათვის. სუპოზიტორიებში იდენტიფიცირებულია ქაცვის ზეთის წამყვანი ცხიმოვანი მჟავები - პალმიტინის, ოლეინის და სტეარინის. განსაზღვრულია სუპოზიტორიების ფიზიკურ - ქიმიური და სტრუქტურულ-მექანიკური მაჩვენებლები. საკვანძო სიტყვები: ქაცვის ზეთი, სუპოზიტორიები, კაროტინოიდები, ცხიმოვანი მჟავები, კაროტინოიდების გამოთავისუფლების კინეტიკა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 268 ფიტოპრეპარატები შეადგენს სამკურნალო საშუალებების 35-40%-ს. ლიტერატურის მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებები უპირატესად წარმოდგენილია გალენური და ახალგალენური პრეპარატების, ასევე რბილი წამალთფორმების - სუპოზიტორიებისა და მალამოების სახით [4,5,6]. სუპოზიტორები, როგორც უძველესი წამლის ფორმა, დღესაც არ კარგავენ აქტუალობას და პრაქტიკულ მნიშვნელობას დამზადების ტექნოლოგიის სიმარტივისა და წამლის ფორმის ეფექტურობის გამო [7]. 1ფარმაციის დოქტორი, თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. 2თსსუ-ს მაგისტრანტი. 3ფარმაციის დოქტორი, თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. 4ფარმაციის დოქტორი, თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 5თსსუ, ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი. აბსტრაქტი ქაცვი (Hippophae ramnoides L, Eleagnaceae) საქართველოს ფლორის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მცენარეა, მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობა განსაზღვრავს მრავალფეროვან ფარმაკოლოგიურ მოქმედებას დამწვრობის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის, კანის და საყლაპავი მილის სხივური დაავადებების და სხვათა სამკურნალოდ	cache/gs-1921.pdf	txt/gs-1921.txt
