id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1935	Dolidze, Nino	STUDY OF WELD SEAM STRENGTH PARAMETERS	2023	5	.pdf	application/pdf	1468	46	78	ხელოვნური ბეწვის ხარისხს განსაზღვრავს ხაო. ამ უკანასკნელზე არის დამოკიდებული ბეწვის გარეგნული სახე და მისი მსგავსება ნატურალურთან. ულტრაბგერითი შედუღებითი ნაკერის მიმდებარე უბნის სტრუქტურის ცვლილების კვლევა და შესაბამისად შედუღებითი ნაკერის სიმტკიცის შემცირების მიზეზების შესწავლა განხორციელდა ტრიკოტაჟული ხელოვნური ბეწვის მაგალითზე, რომლის ფუძეს წარმოადგენს ბამბის ძაფის კულირული სადა ხლართი, ხოლო ხაოს - პოლიაკრილონიტრილის ბოჭკო. ლიტერატურული წყაროებიდან ცნობილია, რომ ხელოვნური ბეწვის ულტრაბგერითი შედუღების პროცესის ტექნოლოგიის დამუშავების მიზანს წარმოადგენს ისეთი სიმტკიცის შედუღებითი ნაკერის მიღება, რომელიც აკმაყოფილებს ტანსაცმელში გამოყენებული ნაკერების სიმტკიცისადმი წაყენებულ მოთხოვნებს . კრისტალიზაციის ხარისხი და დეზორიენტაციის კუთხე. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ულტრაბგერის ზემოქმედების შედეგად პოლიაკრილონიტრილის კრისტალური უბნის ორიენტაცია მკვეთრად იცვლება, ამასთან იცვლება პოლიაკრილონიტრილის შედუღებითი ნაკერის დეზორიენტაციის კუთხე და უტოლდება Ф = 27,3º, მაშინ როცა საწყისი პოლიაკროლონიტრილის ბოჭკოსათვის ის შეადგენდა Ф = 15,40º, რაც მიუთითებს კრისტალების დეზორიენტაციის პროცესზე და ტექსტურის წარმოქმნაზე. აღნიშნული პროცესს თან ახლავს პოლიმერული ჯაჭვის რელაქსაცია და და შიგა დაძაბულობის წარმოქმნა. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა აგრეთვე, რომ ულტრაბგერითი შედუღების დროს მკვეთრად იცვლება პოლიმერის კრისტალური და ამორფული უბნების თანაფარდობა. თუ საწყისი მასალის, პოლიაკრილონიტრილის ბოჭკოს, კრისტალიზაციის ხარისხი შეადგენდა 48 %, შედუღებით ნაკერში ის 22% - მდე მცირდება, რაც უდაოდ აისახება პოლიმერული ბოჭკოს ფიზიკურ სტრუქტურაზე და შედუღებითი ნაკერის სიმტკიცეზე. ამრიგად, ხელოვნური ბეწვის შედუღებითი ნაკერის გამოკვლევამ რენტგენოსტრუქტურული ანალიზის მეთოდით დაადასტურა, რომ ულტრაბგერის ზემოქმედების შედეგად ადგილი აქვს პოლიაკრილონიტრილის ბოჭკოს ფიზიკური სტრუქტურის ცვლილებას, კერძოდ იცვლება პოლიმერის კრისტალური და ამორფული უბნების თანაფარდობა. ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ხელოვნური ბეწვის შედუღებითი ნაკერის სიმტკიცის შემცირების მიზეზს წარმოადგენს ნაკერის მიმდებარე უბნის სტრუქტურის უთანაბრობა, შედუღებითი ნაკერიდან ძირითად მასალაზე მკვეთრი გადასვლა. აღნიშნულის აღმოფხვრა შესაძლებელია ულტრაბგერითი შედუღებისათვის გამოყენებული მოწყობილობების მუშა ინსტრუმენტების კონსტრუქციის სრულყოფით. გამოყენებული ლიტერატურა 1.	cache/gs-1935.pdf	txt/gs-1935.txt
