id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1938	KORKOTADZE, TEONA; MSHVILDADZE, VAKHTANG; JOKHADZE, MALKHAZ; GOKADZE, SOPIO; BERASHVILI, DALI	Chemical composition and biological activity of aerial parts of Salvia glutinosa L. growing in Georgia	2023	9	.pdf	application/pdf	2067	90	79	ფრაქციის თხელფენოვანი ქრომატოგრამა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 346 ლურჯი შეფერილობა (სურ. №2-3), რაც დამახასითებელია ფენოლური ბუნების ნივთიერებებისათვის. შალამანდილის წყლიან, მეთანოლიან და ქლოროფორმიან ფრაქციაში, ფენოლური შენაერთების ჯამური შემცველობა განისაზღვრა ფოლინ-ციოკალტის (Folin-Ciocalteu) რეაქტივის გამოყენებით. სამი პარალელური ცდის შედეგებით დადგინდა მთლიანი ფენოლების ჯამური შემცველობა, წყლიან ფრაქციაში 25 ± 2 % და მეთანოლიანში 26 ± 3 %, ქლოროფორმიანში 1.8 ± 0.5 % შედეგები მოცემულია გრამებში, გალის მჟავას ექვივალენტი 100 გ ექსტრაქტზე გადაანგარიშებით. ფენოლური შენაერთების ჯამური შემცველობის განსაზღვრით დადასტურდა თხელფენოვანი ქრომატოგრაფიული ანალიზის შედეგები. კვლევის შემდგომ ეტაპზე, სითხური ქრომატოგრაფია მასსპექტრომეტრიით, მეთანოლიან ფრაქციაში, რეფერენს სტანდარტების გამოყენებით, დადგინდა ფენოლკარბონმჟავების: როზმარინის, ქლოროგენის და ელაგის მჟავის, ფლავონოიდებიდან იზორამნეტინის, კემფეროლის და ლუტეოლინის შემცველობა. შალამანდილის წყლიანი, მეთანოლიანი და ქლოროფორმიანი ფრაქციის, ანტიოქსიდანტური აქტივობა შეფასდა, ჟანგბადის თავისუფალი რადიკალის აბსორბციის უნარით (ORAC ტესტი) შალამანდილის მიწისზედა ნაწილებიდან, ეთერზეთის მიღების შემდეგ, განხორციელდა ნარჩენი შროტის კვლევა, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე. წყლიანი ფრაქციის შრობა განხორციელდა ლიოფილური მაშრობით, შროტის ექსტრაქცია ჯერ მეთანოლით, შემდეგ ქლოროფორმით. მიღებული ფრაქციების შრობა როტაციული ვაკუუმ ამაორთქლებლის გამოყენებით. წყლიანი, მეთანოლიანი და ქლოფორმიანი ფრაქციების კვლევა თხელფენოვანი ქრომატოგრაფიული და სითხურ ქრომატოგრაფიულ მასსპექტრომეტრული მეთოდით (LC- MS).	cache/gs-1938.pdf	txt/gs-1938.txt
