id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1964	Germisashvili, Khatuna; Kartvelisvhili, Elene; Burkadze, George; Kepuladze, Shota; Kantaria, Nino	Proliferative-apoptotic, hormonal receptor, and immune response characteristics of rheumatoid arthritis	2023	9	.pdf	application/pdf	2818	101	75	უცნობი ეტიოლოგიის მულტიფაქტორული აუტოიმუნური მექანიზმებით მიმდინარე დაავადებაა, რომელიც ძირითადად აზიანებს სახსრებს, თუმცა, შესაძლოა, გამოვლინდეს ექსტრაარტიკულური ცვლილებები. რევმატოიდული ართრიტის განვითარების პათოგენეზური მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი, რაც მოითხოვს კვლევების შემდგომ გაგრძელებას. მიუხედავად იმისა, რომ სინოვიური გარსი არის ართრიტის ძირითადი სამიზნე, სინოვიური ქსოვილის სპეციფიკური ანტიგენები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ იმუნური პასუხი, პრაქტიკულად უცნობია. სინოვიური გარსის შესწავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის იმ იმუნოპათოლოგიური პროცესების გამოვლენა, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს თერაპიულ სამიზნედ და შედეგების პროგნოზირებისთვის. რევმატოიდული ართრიტის პათოლოგიურ ნიშანს წარმოადგენს ძვლის კარგვა, რომელიც გამოიხატება ლოკალური, პერიარტიკულური და სისტემური ძვლის ქსოვილის შემცირებაში და წარმოადგენს ოსტეოკლასტების ინდუქციისა დიდი ხნის განმავლობაში, მუხლის სახსრის რევმატოიდული ართრიტის ბიომექანიკური მახასიათებლები ექსკლუზიურად დაკავშირებული იყო სინოვიტთან, შეშუპებასთან და იოგების ქრონიკულ გადატვირთვასთან. რევმატოიდული ართრიტის კვლევამ აჩვენა პერიარტიკულური უჯრედული სტრუქტურების მონაწილეობა დაავადების განვითარებაში. აუტოანტისხეულები, როგორიცაა ანტი-ციტრულინირებული ცილის ანტისხეულები და ციტოკინები, ხელს უწყობენ ანთებითი მედიატორების პროდუქციას და იწვევენ ოქსიდაციურ სტრესს. კვლევებით ნაჩვენებია, რომ ანტი-ციტრულინირებული ცილის ანტისხეულები წარმოდგენენ პროგნოზულ მარკერს ხრტილის პროგრესული დესტრუქციისთვის და მათი სპეციფიკურობა შეადგენს 97%-ს. ანტი-ციტრულინირებული ცილის ანტისხეულების გამოვლენა სისხლში შესაძლებელია დაავადების სიმპტომების განვითარებამდე 10 წლით ადრე [4].	cache/gs-1964.pdf	txt/gs-1964.txt
