id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1965	Shengelaia, Ketevan; Kokhreidze, Irakli; Burkadze, George; Kepuladze, Shota; Tevzadze, Nino	Challenges of Androgen Receptor Expression in Epithelial Tumors of the Breast and Ovary	2023	10	.pdf	application/pdf	3036	167	78	[მაგ., ნეიროფიბრომინი 1 (NF1), რეტინობლასტომა 1 (RB1) და ციკლინ E1 (CCNE1) ], ან დნმ-ის რეპარაციაში მონაწილე გენების ინაქტივაციას (მაგ. BRCA1 და BRCA2).(16) საკვერცხის დაბალი ხარისხის სეროზული კარცინომა შეიძლება იყოს ჩართული MAPK გზის გააქტიურებაში NRAS, KRAS ან BRAF მუტაციების მეშვეობით და ასოცირდება ესტროგენისა და პროგესტერონის რეცეპტორების ჭარბ ექსპრესიასთან. საკვერცხის ენდომეტროიდული და ნათელუჯრედოვანი კარცინომები შეიძლება ასოცირებული იყოს ენდომეტრიოზთან, მაშინ როდესაც ზოგიერთი გარემო ფაქტორი (მაგ., მოწევა) შესამჩნევად ზრდის საკვერცხის მუცინური კარცინომის (17) განვითარების რისკს. გარდა ამისა, საკვერცხის კიბოს პათოგენეზი ასევე ასოცირდება AT-ით მდიდარი დომენის 1A (ARID1A), ფოსფატიდილინოზიტოლ-4,5- ბისფოსფატ 3-კინაზას კატალიზური ქვედანაყოფის ალფა (PIK3CA) და ფოსფატაზას და ტენსინის ჰომოლოგიური (PTEN) გენების მუტაციებთან.(18) საკვერცხის ჩანასახოვანუჯრედული სიმსივნეები ვითარდება ემბრიონული გონადების პრიმორდიული ჩანასახოვანი კიბოს განვითარების ყველა სტადიაზე და იმუნოჰისტოქიმიური მეთოდით (IHC) ვლინდება სიმსივნეთა 30-80%-ში, ქვეტიპის შესაბამისად. ბოლო მონაცემებით ვარაუდობენ, რომ ანდროგენული რეცეპტორები ასოცირდება სხივური თერაპიისადმი (RT) რეზისტენტობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ანდროგენული რეცეპტორები ჩართულია ძუძუს კიბოს განვითარების ყველა სტადიაში (6), მისი ფუნქცია, როგორც ჩანს, განსხვავდება ძუძუს კიბოს ქვეტიპების მიხედვით. ანდროგენული რეცეპტორები განიხილება, როგორც პოტენციური თერაპიული სამიზნე ძუძუს კიბოსთვის და პროსტატის კიბოს სამკურნალოდ დამტკიცებული ანდროგენული რეცეპტორების ინჰიბიტორები შესაძლოა მივიჩნიოთ თერაპიულ საშუალებად ძუძუს კიბოს კონკრეტული ქვეტიპისათვის. სამმაგად-უარყოფითი ძუძუს კიბო (TNBC) წარმოადგენს ძუძუს კიბოს ყველა შემთხვევის (BC) 15-20%-ს და ხასიათდება აგრესიული ქცევით. ბოლო მონაცემებით ვარაუდობენ, რომ სამმაგად-უარყოფითი ძუძუს კიბო აერთიანებს სხვადასხვა ქვეტიპებს როგორიცაა ბაზალური 1 და 2, მეზენქიმური და ლუმინალური ანდროგენული რეცეპტორები (LAR).	cache/gs-1965.pdf	txt/gs-1965.txt
