id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1968	Akhvlediani, Tamar	Akaki Tsereteli about America	2023	10	.pdf	application/pdf	3101	85	82	და ვერცხლის ფოთლებიანი და ოქროს და ვერცხლის ნაყოფით დახუნძლული ხეები... და სულიერი სრულყოფილების განსახიერება. აკაკის მოსმენის მერე ამერიკელი ქალი ამბობს, რომ მას უკვე ძალიან უნდა ნახოს მისი სამშობლო, საქართველო, რომლის შესახებაც მან არაფერი იცოდა. გაუგონია, რომ არის კავკასია, სადაც ცხოვრობენ ჩერქეზები, სომხები, მაგრამ არაფერი იცოდა საქართველოზე. და ახლა მას, სიყვარულის და წრფელი გრძნობების, ნამდვილი ადამიანების მძებნელს, ფუჭი ცხოვრებით დაღლილს, უჩნდება სურვილი ჩამოვიდეს ამ უცნაურ, იდეალურ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ნამდვილი გრძნობები, ნამდვილი, ანგარებით შეუბღალავი ადამიანები, სადაც არსებობს ისეთი სიყვარული, რომელზეც აკაკიმ ილაპარაკა და ნახოს ის მშვენიერი ქალიც, აკაკის სატრფო, რომელიც აკაკისგან აღწერილი სიყვარულის სულიდან შობის მიზეზია... აბა, იმ ქალმა რა იცოდა ვის ელაპარაკა, ქართველების შვიდთაგან ყველაზე დიდ მგოსანს, გალაკტიონის თქმით „ნამდვილ ბაირონს მწუხარებაში, ნამდვილი სერვანტესს ხუმრობაში, ნამდვილი ჰეინეს ეროტიკაში“, რომელიც საუბრობდა თავის უკანასკნელ, დიდ სიყვარულზე, გედის გალობად რომ გადმოიღვარა და ქართულ პოეზიას სატრფიალო ლირიკის შესანიშნავი შედევრები შესძინა. სხვათა შორის, აკაკის მეორე მოგზაურობისას საფრანგეთში მწერლის იუბილის მერე 1909 წელს იგი პარიზში შეხვედრია ახალგაზრდა კატო მიქელაძეს. აკაკი მას იცნობდა ბავშვობიდან, ნიკო ნიკოლაძის დების ოჯახიდან, რომელსაც, როგორც ნიკო ნიკოლაძის ახლო მეგობარი ხშირად სტუმრობდა. ეს გოგონა მეგობრობდა მათი გადაცვლილი დის, ოლიკოს და გიორგი წერეთლის ქალიშვილთან ელიკო წერეთელთან, რომელიც დეიდებთან იზრდებოდა. აქაც, პარიზში აკაკი დაბინავებულა ნიკო ნიკოლაძის პირველი ცოლის ოჯახში. 3 აკაკი ტასო ბაგრატიონ-მაჩაბლისას რაფაელის სიქსტეს მადონას ადარებს, თვითონ თხზავს, მაგრამ ხალხურად ასაღებს ლექსს: „ხომალდში ჩავჯექ, ზღვას გაველ, ფრანგის ქვეყნები ვნახეო, სულ დავიარე ქვეყანა, ვერ ვნახე შენი სახეო, ანთებულ სანთელს გამსგავსე, დილის ცისკარზე გნახეო, ხელში მეჭირა ყმაწვილი, ფარსაგ ვერ დაგინახეო“ 4 აკაკი ამბობდა, რომ ბაგრატიონის ქალებს-ნიცას, ტასოს, ბაბოს, როგორც დიასახლისებს და მამულის მმართველებს, სულ ნაპერწკლები ცვიოდათ, ალბათ, დედამისის, ეკატერინე აბაშიძესავით, რომლის გარეშეც, მისი ნიჭიერი, ნათელი გონების, მაგრამ, იმპულსური და ექსცენტრული მამის გამო ყველაფერი არეული იქნებოდა მამულში Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 101 კატო მიქელაძე წერს, რომ აკაკიმ გამორჩეული შთაბეჭდილება მოახდინა მადამ დე სენ ვიქტორზე, კომუნის მომსწრე, მრავალი დიდი ადამიანის მნახველ არისტოკრატ ქალზე, რომელიც მას გაუცვნია ლივრში, მარკიზა დე სივინიეს სახელობის პანსიონში, სადაც ყოველი ზაფხულს ჩადიოდა დასასვენებლად და საცხოვრებლად. მადამ დე სენ ვიქტორს აკაკი რომ დაუნახავს, გაოცებულს აღმოხდენია: „რა მშვენიერი მამაკაცია!“ არც მან იცოდა ვის შეხვდა, არ იცოდა, რომ მის წინაშე იდგა „საქართველოს უგვირგვინო მეფე“, რომელმაც თავისი სინათლით სავსე შემოქმედებითი დაიპყრო და მართა საქართველო მთელი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში. მოკლედ, აკაკიმ საქმიანი, ანგარებიანი ამერიკელებით, ცივილიზაციით და ევროპელების გარეგნული, ფუქსავატური ცხოვრებით დაღლილ ამერიკელ ქალს საქართველოს, როგორც სულიერების და ბუნებრივი გრძნობების რომანტიული სამყაროს, „აღთქმული ქვეყნის“ ხატი შეუქმნა. საინტერესოა, რომ ამ მოკლე დიალოგში აკაკისთვის ამერიკა სულაც არაა შატობრიანის „ატალას“ გმირის, შაქტასის ეგზოტიკური ქვეყანა, ბუნებრივი გრძნობების წარმართული სამყარო, ქრისტიანულ ასკეტიზმთან პირველი შეხებით ცოდვად რომ ექცა სიყვარული და მაინც წამლეკავ მადლად რომ იხატება. სხვათა შორის, ამ პერიოდის აკაკი ნამდვილად გავს შაქტასს ან გრეთჰენთან შეხვედრის	cache/gs-1968.pdf	txt/gs-1968.txt
