id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1969	Antidze, Lali; Iakovenko, Imeda	Understanding of Psycho-physical Parallelism in Neurophilosophy	2023	8	.pdf	application/pdf	2337	57	64	და ტვინის ფუნქციონირებას შორის კავშირის ძიება ახალი არ არის ფილოსოფიისათვის. ამ კავშირზე წერდნენ პლატონი, ლეონარდო და ვინჩი და რენე დეკარტი. დეკარტის მოსაზრებები ცნობიერებისა და ტვინის კავშირის შესახებ შეიძლება ნეიროფილოსოფიის პირველწყაროდაც მივიჩნიოთ. ნეიროფილოსოფიამ, გაერთო რა ემპირიული საბუნებისმეტყველო აღმოჩენებით, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის როგორც რთული სისტემის - თვითცნობიერების მატარებელი ბიო-ფიზიკური არსებიდან მხოლოდ ნეირონების ფუნქციონალური მოდელი მიიღო ისე, რომ თავად ადამიანი ფიქციად გამოაცხადა. უფრო მეტიც, მოშალა ინტერსუბიექტური ურთიერთობების ველიც. ის წინააღმდეგობები, რაც ნეიროფილოსოფიის შიგნით წამოიქმნება და ის ურთულესი გამოწვევები, რაც მკვლევართა წინაშე დგას, იმითაც შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ტვინისა და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიური კვლევები იმდენად თავბრუდამხვევი ტემპით ვითარდება, რომ მისი შედეგების გადააზრება, განზოგადება და გარკვეულ თეორიულ სისტემაში მოქცევა აშკარად ჩამორჩება დაგროვილი ემპირიული ცოდნის მოცულობას. გარდა ამისა, ნეირონული კვანძებისა და ზოგადად ტვინის ფუნქციონირების ემპირიული შედეგები ინტერპრეტაციის უსასრულო ვარიაციის საშუალებას იძლევა, რაც ასევე ობიექტურად ართულებს არაწინააღმდეგობრივი თეორიული კონცეფციების დაფუძნების პროცესს. საკვანძო სიტყვები: ნეიროფილოსოფია; ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმი; კვალია; ნეირომეცნიერება; ნეირონული ქსელები; ემპირიული კვლევები; შეგრძნებები; ცნობიერება; გაცნობიერება; ტვინი; ბიორობოტი; ინტერაქციონიზმი; ფიქცია; სიმულაცია; განზოგადება; სისტემა; ფუნქციონირება; ინტერპრეტაცია; თვითცნობიერება; საბუნებისმეტყველო აღმოჩენები; ,,მე“; მატერიალურისა და იდეალურის, ტვინისა და ცნობიერების, დრო-სივრცული და მის მიღმა არსებული პროცესების ურთიერთდამოკიდებულება არის ფილოსოფიის ძირითადი პრობლემა, რომელიც იმთავითვე იქცა ფილოსოფოსთა საჯილდაო ქვად. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განხორციელებული რევოლუციური აღმოჩენები და შესაბამისად, ყოველი ახალი პარადიგმა, როგორც წესი, ფილოსოფიაში რყევებს იწვევს. ხდება უნდა აიგოს ის?“ (დუბროვსკი; 2015:12) - ეს არის შეკითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოს ნეიროფილოსოფიის თეორიულმა ნაწილმა, თუ მას ლოგიკური სისტემის დაფუძნების პრეტენზია გააჩნია. ის წინააღმდეგობები, რაც ნეიროფილოსოფიის შიგნით წამოიქმნება და ის ურთულესი გამოწვევები, რაც მკვლევართა წინაშე დგას, იმითაც შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ტვინისა და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიური კვლევები იმდენად თავბრუდამხვევი ტემპით ვითარდება, რომ მისი შედეგების გადააზრება, განზოგადება და გარკვეულ თეორიულ სისტემაში მოქცევა აშკარად ჩამორჩება დაგროვილი ემპირიული ცოდნის მოცულობას. გარდა ამისა, ნეირონული კვანძებისა და ზოგადად ტვინის ფუნქციონირების ემპირიული შედეგები ინტერპრეტაციის უსასრულო ვარიაციის საშუალებას იძლევა, რაც ასევე ობიექტურად ართულებს არაწინააღმდეგობრივი თეორიული კონცეფციების დაფუძნების პროცესს. გამოყენებული ლიტერატურა: 1. დეკარტი რ., მსჯელობა მეთოდის შესახებ. მეტაფიზიკური მედიტაციები, თბილისი, 2001 2. დეკარტი რ., სულის ვნებანი, თბილისი, 2015 3. მაჭარაშვილი ი., დუალიზმი რენე დეკარტის ფილოსოფიაში, https://www.academia.edu/43775540/დუალიზმი_რენე_დეკარტის_ფილოსოფიაში 4.	cache/gs-1969.pdf	txt/gs-1969.txt
