id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1995	Gogitidze, Giorgi; Kepuladze, Shota; Tevzadze, Nino; Burkadze, George	The Role of the Local Neural microenvironment in the Progression of cervical intraepithelial Neoplasia	2023	7	.pdf	application/pdf	2110	72	74	სიმსივნურ უჯრედებს აქვთ მსგავსი მარეგულირებელი სისტემები და ემბრიონულ ნერვულ უჯრედებთან მსგავსი მახასიათებლები. მონაცემებით დასტურდება, რომ სიმსივნურ უჯრედებს გაცილებით მეტი მსგავსება აქვთ ნერვულ წინამორბედ/ღეროვან უჯრედებთან, ვიდრე მეზენქიმული ტიპის უჯრედებთან და რომ სიმსივნის წარმოშობა წარმოადგენს უჯრედების ან უჯრედული ხაზების იდენტობის თანდათანობით დაკარგვისა და ნერვული უჯრედების მახასიათებლების შეძენის პროცესს. ასევე მნიშვნელოვანია სიმსივნის ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის განხილვა, კონცეფციისა, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს სიმსივნის დაწყებასა და განვითარებაში. ეს სინთეზი იძლევა ახალ შეხედულებებს სიმსივნის წარმოშობის ახსნისა და მანამდე ამოუცნობი ბუნების შესახებ, რაც შეიძლება არ გამოვლინდეს ცალკეული მოლეკულური მოვლენების კვლევებით. არსებობს მონაცემები, რომ სიმსივნის მიკროგარემო იცვლება სიმსივნის განვითარებასთან ერთად და ეს პროცესი მრავალსაფეხურიანია და მოიცავს ექვს არსებით ცვლილებას: უწყვეტი პროლიფერაციული აქტივობა; აპოპტოზისგან გაქცევა; რეზისტენტობა ზრდის საწინააღმდეგო სიგნალების მიმართ; ანგიოგენეზი; უსასრულო რეპლიკაცია; ინვაზია და მეტასტაზირება. სამწუხაროდ ნერვული სისტემის როლი სიმსივნის ბიოლოგიაში ჯერ კიდევ სრულად არ არის შესწავლილი. სიმსივნის დროს ნერვული სიმკვრივე განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელსაც აქვს პაციენტის შედეგების პროგნოზირების პოტენციალი. არსებული მტკიცებულებები მიუთითებს კორელაციაზე ნერვული სიმკვრივესა და გადარჩენის დაბალ მაჩვენებელს, რეციდივსა და საბოლოო გამოსავალზე მოქმედ სხვა პარამეტრებს შორის. ნერვული სიმკვრივის მრავალი განმარტება	cache/gs-1995.pdf	txt/gs-1995.txt
