id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2018	Ebralidze, Lela	The Theme of Afterlife in Edgar Allan Poe's Works	2023	10	.pdf	application/pdf	2898	91	74	ედემის ბაღთან არის შედარებული აწ უკვე დაკარგული სიყვარული ლექსში To One in Paradise, სადაც პო ბიბლიურ ხატებს მოიხმობს, როგორიცაა “A green isle in the sea” („მწვანე კუნძული ზღვაში“), რასაც აძლიერებს სიწმინდისა და მშვენიერების სიმბოლოები “A fountain and a shrine/All wreathed with fairy fruits and flowers” („წყარო და უცხო ხილითა და ყვავილწნულებით მორთული სავანე“): Thou wast that all to me, love, For which my soul did pine - A green isle in the sea, love, - A fountain and a shrine All wreathed with fairy fruits and flowers And all the flowers were mine. − broken is the golden bowl − „ეკლესიასტეს“ უკავშირდება („ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და გატყდებოდეს ოქროს ჭურჭელი, დაიმსხვრეოდეს დოქი წყაროსთან, ჩაეშვებოდეს ოწინარის ბორბალი ჭაში“ [ეკლ., 12:6]; აგრეთვე ნახსენებია: requiem Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 211 - მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი მესა (წირვა) კათოლიკურ რელიგიაში; Peccavimus − (ლათ) ნიშნავს „ჩვენ შევცოდეთ“; Sabbath song – ღვთისმსახურებისას შესასრულებელი საგალობელი. საყვარელი ქალის სიკვდილით არის შთაგონებული ასევე ლექსი Annabel Lee. იგი ბოლო ლექსი გახლავთ, რომლის დასრულებაც პომ მოასწრო. ამ დროს ვირჯინია უკვე ცოცხალი აღარ იყო, თავად პოეტი კი მის გამოქვეყნებამდე (1849) ერთი თვით ადრე გარდაიცვალა. ლექსში აღწერილია, თუ როგორ უყვარდათ ერთმანეთი ლირიკულ გმირსა და მშვენიერ ანაბელ ლის და როგორ შურდათ მათი ბედნიერება ცაში ანგელოზებს, ციდან მონაბერმა სუსხიანმა ქარმა კი	cache/gs-2018.pdf	txt/gs-2018.txt
