id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2203	Khardina, Leila; Putkaradze, Nino; Charbadze, Nanuli	On Importance of Responsive Speech Acts Functioning Features in Intercultural Communication	2023	8	.pdf	application/pdf	2408	92	81	პასუხი არის ერთგვარი კოდი, რომლის გაშიფვრა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. პასუხის გაგების ხარისხზე შეიძლება გავლენა იქონიოს სამეტყველო-ქცევის სტრატეგიამ და დიალოგის ტაქტიკამ, რომელიც თან ახლავს კონკრეტულ კულტურას. დიალოგის ტაქტიკის გააზრება დისკურსის სტრუქტურაში მნიშვნელოვანია თარგმანის თეორიისა და პრაქტიკისთვის და გულისხმობს, პირველ რიგში, ამ ფენომენის ბუნების გააზრებას. კითხვა-პასუხის სტრუქტურების განხილვა, მნიშვნელოვანია თარგმანის პროცესში. კონკრეტულ ემპირიულ მასალის ინტერპრეტაციას ვაკეთებთ ძირითადად სამი სამეტყველო ტაქტიკის ფარგლებში : ა) თანაგრძნობა ბ) არასიმპათია გ) გულგრილობა. საკვანძო სიტყვები: კულტურათაშორისი დიალოგი, გაგება, თარგმანი, რესპონსიული სამეტყველო აქტები. JEL კლასიფიკაცია: შესავალი მთარგმნელობითი სფეროს უახლესი კვლევები ფოკუსირებულია თარგმანის, როგორც დედნის ინტერპრეტაციის პროცესისა და შედეგის გაგებაზე. ინფორმაციის გაგება დამოკიდებულია ინტერპრეტაციის შედეგზე, რომელიც ერთ შემთხვევაში ეხება ინდივიდუალურ ადრესატს, მეორეში კი გულისხმობს ავტორის პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი აუდიტორიის წინაშე. დიალოგური მეტყველების გაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს თარგმნის თეორიისა და პრაქტიკისთვის და მოიცავს პირველ რიგში, ამ ფენომენის ბუნების გაგებას. ნაშრომში განიხილება დიალოგური მეტყველების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება, კითხვა-პასუხის სტრუქტურები, შევეცდებით მათ ინტერპრეტაციას ემპირიული მასალის საფუძველზე. რესპონსიული სამეტყველო აქტების შესწავლამ დიალოგებში გვიჩვენა, რომ რესპონსიულ	cache/gs-2203.pdf	txt/gs-2203.txt
