id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2209	Sordia, Elene; Dzneladze, Sofio; Kebuladze, Elene; Butskhrikidze, Elene	Comparative characterization of Tskhvediani Tetra and Gewürztraminer wine	2023	5	.pdf	application/pdf	1289	58	78	და ღვინის შენახვა იდეალურ პირობებში ცხვედიანის თეთრა ქართული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, რომელიც გავრცელებული იყო რაჭასა და ლეჩხუმში, სადაც ამჟამადაც იქ არსებულ ვენახებში ერთეული ძირების სახით გვხვდება. ცხვედიანის თეთრას ახასიათებს საშუალოზე ძლიერი ზრდა- განვითარება და მაღალმოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებიდან. გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22-23% – ს, მჟავიანობა 6.5-7 გ/ლ – ს. ღვინის დასამზადებლად დაიკრიფა შერჩეული ყურძნის ჯიშები, რომელიც გატარდა კლერტსაცლელ აპარატში. კლერტის გაცლის შემდგომ, ყურძენი დურდოსთან ერთად გაჩერდა ცივ მაცერაციაზე 24 საათის განმავლობაში, სადაც მოხდა გოგირდისა და ენზიმების დამატება. 24 საათის გასვლის შემდეგ, გამოიპრესა წვენი და გადავიდა დასაწმენდად. დაწმენდის შემდეგ, როდესაც წვენი მოიხსნა ლექიდან, დაწმენდილი წვენი გადავიდა სპეციალურ ჭურჭელში, რომელიც მიყვანილ იქნა განსაზღვრულ ტემპერატურაზე 150C. შემდეგ დაემატა საფუარი (20გრ/100ლ), რომლის შეყვანის შემდეგაც დაიწყო დუღილის პროცესი (160-200).	cache/gs-2209.pdf	txt/gs-2209.txt
