id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2240	Khachidze, Tengiz; Khachidze, Nikoloz; Kapanadze, Inga	Temperature stabilization during cooling of multi-cascade photovoltaic converters receiving solar energy	2023	6	.pdf	application/pdf	1259	40	78	იმ შემთხვევაში, როდესაც მზის ენერგიის ფოტოელექტრული გარდამქმნელის ზედაპირის ფართობია 1სმ2, მზის გამოსხივების ინტენსივობა 800ვტ/მ2, ხოლო სხივური ენერგიის კონცენტრაციის ხარისხი არის 500, მზის ენერგიის სრული სიმძლავრე, რომელიც გამოიყოფა ასეთ ფოტოელემენტზე შეადგენს 40ვატს. იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე მრავალკასკადიანი ფოტოელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალია მათზე გამოყოფილი სითბური სიმძლავრე არ იქნება 25 ვატზე მეტი. აღნიშნული მსჯელობიდან Microsoft Word - fullpdf05042023 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 153 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 4, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.04.13 ტემპერატურის სტაბილიზაცია მზის ენერგიის მიმღები მრავალკასკადიანი ფოტოელექტრული გარდამქმნელების გაცივებისას თენგიზ ხაჩიძე1,2, ნიკოლოზ ხაჩიძე1, ინგა კაპანაძე1 1სსიპ ინსტიტუტი „ოპტიკა“ 2საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბსტრაქტი სტატიაში წარმოდგენილია კვლევები, რომლებიც ეხება მზის ელემენტებისათვის გაცივების თერმოსიფონური სისტემის დამუშავებას. ავტორების მიერ შემუშავებული და გამოკვლეული იქნა თერმოსიფონის პრინციპზე დაფუძნებული მზის ფოტოელექტრული გარდამქმნელების ეფექტური გაცივების სისტემა. შერჩეული იქნა თბომატარებელი სითხე კონკრეტული დუღილის ტემპერატურით. კვლევებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ფოტოელექტრული გარდამქმნელების გასაცივებლად, სხვა მეთოდებთან შედარებით თერმოსიფონური სისტემა გაცილებით ეფექტურია, განსაკუთრებით მზის ენერგიის მაღალი კონცენტრაციისას. ამავე დროს ის უზრუნველყოფს ელემენტების საკმაოდ კარგ ტემპერატურულ სტაბილიზაციას. საკვანძო სიტყვები: გაცივების თერმოსიფონური სისტემა, მზის ენერგია, ფოტოელექტრული გარდამქმნელი. როგორც ცნობილია ფოტოელექტრონული გარდამქმნელების (მზის ელემენტების)	cache/gs-2240.pdf	txt/gs-2240.txt
