id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-226	Bakhtadze, Lela	Issues of distribution of tax powers between different levels of government and administration	2021	8	.pdf	application/pdf	2004	28	49	მსგავსი კავშირის უქონლობის შემთხვევაში წარმოიშობა ფისკალური ილუზიის რისკი, ე.ი. ადგილობრივი ხარჯვითი ვალდებულებების დაფინანსების ჭარბი რისკი. მეორე მხრივ, საბიუჯეტო სისტემის ქვედა დონეებისათვის გადაცემული ფინანსური რესურსების მოცულობათა ხშირი და დაუსაბუთებელი კლების ალბათობა შეუძლებელს ხდის ადგილობრივ ან რეგიონულ დონეზე სახელმწიფო მომსახურების დაფინანსების სტაბილური სისტემის შექმნას. 3. საშემოსავლო უფლებამოსილებათა გადანაწილების მესამე ვარიანტს წარმოადგენს საგადასახადო უფლებამოსილებათა გარკვეული ნაწილის გადაცემა ადგილობრივ ან ხელისუფლების რეგიონულ ორგანოებზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში არასაკმარისი შემოსავლების კომპენსაცია მოხდება ადგილობრივ ბიუჯეტში მარეგულირებელი და მიმაგრებული გადასახადების წილის გადაცემის ან ტრანსფერტების გადარიცხვის გზით. შემოსავლების განაწილების მსგავსი სქემის განხორციელებისას საკვანძო საკითხია იმ გადასახადების შერჩევა, რომლებიც გადაეცემა ადგილობრივი ან რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს (ადგილობრივი ან რეგიონული გადასახადები), აგრეთვე საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, რომელთა განსაზღვრული წილი ირიცხება ადგილობრივ ან რეგიონულ ბიუჯეტებში მარეგულირებელი გადასახადების სახით. ხელისუფლების ქვედა დონეებზე საგადასახადო უფლებამოსილებათა გადაცემის შემთხვევაში, რაც საშუალებას იძლევა საგადასახადო ტვირთის სიდიდე დავუკავშიროთ გასაწევი ხარჯების ოდენობას, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები თავის მოქმედებებში ხელმძღვანელობენ „დანახარჯი-გამორჩენის” პოზიციიდან, რასაც მივყავართ ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებამდე. სახელმწიფო ხელისუფლების რამდენიმე დონისათვის ერთბაშად იმ უფლების მინიჭება, რომ მოახდინოს სხვადასხვა გადასახადის ამოღების წესების რეგულირება წარმოქმნის მოცემულ დონეებს შორის საგადასახადო უფლებამოსილებათა ოპტიმალური განაწილების პრობლემას. ხელისუფლების ეროვნულსა და სუბეროვნულ დონეებს შორის საგადასახადო უფლებამოსილებათა განაწილების პრობლემის გადაწყვეტისას შეიძლება გამოვყოთ ორი ძირითადი მიდგომა. საგადასახადო უფლებამოსილებათა განაწილების ტრადიციული მოდელის თანახმად, სუბეროვნული ხელისუფლებას საკუთარი საგადასახადო ბაზა (ე.ი. ბაზა იმ გადასახადებისა, რომელთა რეგულირება შესაძლებელია მოცემულ დონეზე) ყოველთვის ნაკლები აქვს მის მიერ დასაფინანსებელ ხარჯვითი ვალდებულებებთან შედარებით. იმავე ტრადიციული მიდგომის მიხედვით, ასეთი შეუსაბამობის შედეგად წარმოშობილი საბიუჯეტო სისტემის დისბალანსი ექვემდებარება გამოთანაბრებას ბიუჯეტთაშორისი ტრანსფერტების დახმარებით. ტრადიციული ანალიზის ჩარჩოებში ცნობილია, რომ სუბ-ეროვნულ დონეზე საგადასახადო უფლებამოსილებათა უმეტესობის გადაცემა ქმნის დამახინჯებას რესურსების ტერიტორიათაშორის გადანაწილებაში. საგადასახადო უფლებამოსილებათა ეფექტიანი განაწილების მიზანს კი წარმოადგენს მსგავსი შესატყვისი საგადასახადო ბაზების მობილურობის შესაბამისად. ჩვენი აზრით, ხელისუფლების დონეებს შორის საგადასახადო უფლება-მოსილებათა განაწილებისას აუცილებელია: პირველი, სახელმწიფოს ნებისმიერი პოლიტიკურ დეცენტრალიზაციას თან ახლდეს როგორც ხარჯვითი, ისე საგადასახადო უფლებამოსილებათა დეცენტრალიზაცია. სახელმწიფო ხელისუფლებისათვის გადასახადის რეგულირების უფლებამოსილებათა გადაცემისას, რასაც თან ახლავს შემოსავალთა გადაცემა საბიუჯეტო სისტემის ქვედა დონეებისათვის გრანტების სახით, საზოგადოებრივი დოვლათის განაწილებისას იკარგება კავშირი ხელისუფლების ორგანოების ხარჯებსა და მათ შემოსავლებს შორის. მეორე, სხვადასხვა დონის ხელისუფლების ორგანოებს შორის საგადასახადო უფლებამოსილებათა განაწილების შემთხვევაში ტერიტორიის მოსახლეობა გადასახადის გადახდაზე უნდა ატარებდეს ტვირთს იმ ხარისხით, რა ხარისხითაც იგი იღებს გამორჩენას სახელმწიფო ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საზოგადოებრივი დოვლათიდან. სახელმწიფო ხელისუფლების დონეებს შორის საგადასახადო უფლება-მოსილებათა გადანაწილების საკითხების კვლევას მივყავართ ორ ურთიერ-თსაწინააღმდეგო შედეგთან. ტრადიციული მიდგომის თანახმად, ხარჯვითი უფლე-ბამოსილებების დეცენტრალიზაციის ეფექტიანობის კრიტერიუმების მიხედვით, არსებობს სახელმწიფო ხელისუფლების დონეებს შორის საგადასახადო უფლება-მოსილებათა განაწილების განსაზღვრული წესების ნაკრები. მეორე მხრივ, საზოგადოებრივი არჩევანის თეორიის თვალსაზრისით, საგადასახადო უფლება-მოსილებათა ანალიზს მივყავართ საბიუჯეტო სისტემის ყველა დონეზე ხარჯვითი და საგადასახადო უფლებამოსილებათა მკაცრი შესაბამისობის აუცილებლობამდე. მსოფლიო პრაქტიკაში დამკვიდრებული ტენდენციის მიხედვით მრავალდონიანი სახელმწიფო მოწყობის ქვეყნებში საგადასახადო უფლებამოსილებანი განაწილებულია რამდენიმე კრიტერიუმის შესაბამისად. ერთი მხრივ, ფედერაციათა უმრავლესობაში (ისეთების, როგორიცაა აშშ და კანადა) ყოველი დონის საგადასახადო უფლებამოსილებანი იმთავითვე შეესაბამება ხარჯვით უფლება-მოსილებებს. თუმცაღა თანამედროვე ეპოქაში ბიუჯეტთაშორისი გრანტების უფრო ფართოდ გამოყენებასთან ერთად, დაიწყო საგადასახადო უფლებამოსილებათა ერთგვარი გადანაწილება ზემოთ მოყვანილი ეფექტიანობის ტრადიციული კრიტერიუმების შესაბამისად. უნიტარულ სახელმწიფოთა უმეტესობაში, სადაც საკითხთა გარკვეულ წრეში სუბეროვნული ხელისუფლება იმთავითვე არ ფლობს საკონსტიტუციო სუვერენიტეტს, საგადასახადო უფლებამოსილებათა განაწილება ხდება უმეტესწილად ეფექტიანობის ტრადიციული კრიტერიუმების შესაბამისად მათი ხარჯვით უფლებამოსილებებთან შესაბამისობაში მოყვანასთან შედარებით. Лела Вахтадзе Вопросы распределение налоговых полномочий между уровнями государственной власти и управления Р е з ю м е В статье рассмотрены возможные варианты распределения налоговых полномочий с точки зрения практики взаимоотношений между уровнями государственной власти и бюджетами.	cache/gs-226.pdf	txt/gs-226.txt
