id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2308	Darsavelidze, George; Shamatava, Kakhaber; Sichinava, Avtandil; Kurashvili, Ia; Kadaria, Marina	Effect of highenergetic electrons irradiation on the fracture toughness characteristics of Si and Si+2at.%Ge wafers	2023	7	.pdf	application/pdf	1699	60	76	Si და Si+2ატ%Ge ნიმუშების მაღალ დატვირთვებზე ინდენტირების ანაბეჭდებზე ფიქსირებული ბზარების ზიგზაგისებური ფორმა განპირობებულია მაღალი ინტენსივობის პლასტიკური და მყიფე რღვევის დეფორმაციით კრისტალის მოცულობაში. ძაბვების სივრცული განაწილების სპეციფიკურ შემთხვევებში ბზარი გავრცელების პროცესში შესაძლებელია გადაიხაროს მაქსიმალური გაჭიმვის ძაბვების სიბრტყიდან და გავრცელდეს რღვევისადმი დაბალი წინააღმდეგობის სიბრტყეზე. ცნობილია P-Si+2ატ%Ge, (111) ნახ.1–ზე წარმოდგენილია საკვლევი Si და SiGe ნიმუშების ინდენტირების პროცესებში ბლანტი რღვევის კოეფიციენტის ცვლილებები ინდენტორზე მოდებული მაქსიმალური Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 173 დატვირთვის 100-1250 მნ დიაპაზონში. ნახ.1–დან ჩანს, რომ მინიმალურ დატვირთვებზე ელექტრონებით დასხივება იწვევს n-Si–ის ბზარმედეგობის გაუმჯობესებას. ინდენტორზე მოდებული მაქსიმალური დატვირთვის გაზრდა იწვევს საწყისი და ელექტრონებით დასხივებული n-Si–ის ბზარმედეგობის შემცირებას. მაღალ დატვირთვებზე ინდენტირების პროცესებში ვლინდება სხვადასხვა ორიენტაციის ბზარების წარმოქმნა და გავრცელება ნიმუშის ზედაპირზე და მოცულობაში. მაღალენერგეტიკული ელექტრონების დასხივებით ფორმირებული რადიაციული დეფექტები მონაწილეობენ დისლოკაციების ბლოკირებაში, რის გამო მოსალოდნელია პლასტიკურობის წვლილის შემცირება ინდენტირებით ინდუცირებული დეფორმაციის პროცესებში. ინდენტორზე მოდებულ მაღალ მაქსიმალურ დატვირთვებზე საწყისი და ელექტრონებით დასხივებული n-Si–ის ნიმუშის სტრუქტურის რღვევა პრაქტიკულად ერთნაირ პირობებში მიმდინარეობს. კერძოდ ერთდროულად ინტენსიურად მიმდინარეობს რადიალური,	cache/gs-2308.pdf	txt/gs-2308.txt
