id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-234	Lanchava, Omar; Nozadze, George; Jangidze, Marad; Sebiskveradze, Samson	TRANSFORMABLE SYSTEMS FOR INCREASING EVACUATION PERIOD AND MINIMIZATION OF DAMAGING FACTORS OF FIRES IN ROAD TUNNELS: The above project was fulfilled by financial support of the Georgian National Science Foundation (Grant AR-19-1936))	2021	2	.pdf	application/pdf	489	25	80	ტრანსფორმირებადი სისტემები საევაკუაციო დროის გაზრდისა და ხანძრის დამაზიანებელი ფაქტორების მინიმიზაცისათვის საავტომობილო გვირაბში ო. ლანჩავა1,2, გ. ნოზაძე1,2, მ. ჯანგიძე1, ს. სებისკვერაძე3 1გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო 2 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო 3 შპს „ლოჭინი“, თბილისი, საქართველო ხანძრები საავტომობილო გვირაბებში დღემდე რჩება მაღალი რისკფაქტორის მქონე გამოწვევად და ინტენსიური საინჟინრო კვლევის საგანს წარმოადგენს. საქართველოში არსებული და მშენებარე საავტომობილო გვირაბებში, რომელთა საერთო რიცხვი უახლოეს პერიოდში გადააჭარბებს ორმოცდაათს, ერთად-ერთ რისკ-ფაქტორს ხანძარი მიეკუთვნება. დაპროექტების თანამედროვე მეთოდების გამოყენების მიუხედავად, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ სახანძრო საშიშროებას, პრობლემა მაინც გადაუწყვეტელია გვირაბების მოქმედი ქსელისათვის, რომლის გადაჭრაზევ მიმართულია დიდი ყურადღება და ფინანსური რესურსები რათა მაქსიმლურად გავზარდოთ ექსტრემალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უსაფრთხო ევაკუაციის დრო. წარმოდგენილი კვლევა დაფუძნებულია რიცხვითი მოდელირების შედეგებზე, სადაც გვირაბის სავენტილაციო რეჟიმები მოდელირებულია პორტალებს შორის დინამიკური წნევის მეშვეობით. კვლევის ფარგლებში განხილულია 30 მგვტ სიმძლავრის ხანძრების დამაზიანებელი ფაქტორების გავრცელების დინამიკა. წარმოდგენილია შედარებითი ანალიზი გრძივი განიავების მქონე საავტომობილო გვირაბისათვის, როდესაც გვირაბში სავენტილაციო პროცესები სხვადასხვა სიმძლავრის ხანძრების დროს მიმდინარეობს მოქნილი ტიხრების გამოყენებით და მათი გარეშე. ანალიზმა აჩვენა, რომ ტრანსფორმირებადი სისტემა გამოსაყენებელია ყველა სახის სატრანსპორტო გვირაბში და არის კონკურენტუნა-რიანი, რადგან არ ამცირებს ძვირადღირებულ მიწისქვეშა სივრცეს, რომელიც განკუთვნილია ტრანსპორტის მოძრაობისათვის. გარდა ამისა ტრანსფორმირებადი მოწყობილობის მონტაჟისათვის განკუთვნილი დრო და ფული იქნება მინიმალური,	cache/gs-234.pdf	txt/gs-234.txt
