id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2492	Sakandelidze, Reniko; Lomsianidze, Izolda; Rusadze, Khatuna; Lomsianidze, Teimurazi; Julakidze, Erekle	Study of the Intensity of the Emotional State of Anxiety in Animals under Conditions of Zoosocial Isolation of Varying Durations	2023	20	.pdf	application/pdf	4625	121	72	„ზოგადი ტონუსის“ სახელს ატარებს. უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს ოპტიმალური ტონუსის შექმნას. მეტისმეტად მაღალი ან დაბალი ტონუსი, ხელს უწყობს შეცდომების ზრდას, უარყოფითი ემოციების განვითარებას, რომლებიც აქვეითებენ მუშაობის ხარისხს. ერთერთი ასეთი ფაქტორია სოციალური იზოლაცია. სოციალური დეპრივაცია წარმოადგენს ფსიქოგენური სტრესის ჩამოყალიბების ერთ-ერთ რისკ ფაქტორს. ადამიანისა და ძუძუმწოვარი ცხოველისათვის დამახასიათებელი ემოციური მდგომარეობა არის შფოთვა. ამერიკელი ფსიქიატრის აარონ ბეკის მიხედვით შფოთვა სრულიად ნორმალური ემოციური მდგომარეობაა. მაგრამ სტრესოგენური ფაქტორის გავლენით შფოთვა ძლიერდება ან სუსტდება, რაც წარმოადგენს პათოლოგიის წინაპირობას. ამიტომ საკითხის შესწავლას დიდი პრაქტიკული მნიშნელობა აქვს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა: 1. შფოთვის ემოციური მდგომარეობის ინტენსივობის შესწავლა ცხოველურ მოდელზე განსხვავებული ხანგრძლივობის ზოოსოციალური იზოლაციის პირობებში; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 303 2. განსხვავებული ხანგრძლივობის ზოოსოციალური იზოლაციით გამოწვეული შფოთვის ემოციური მდგომარეობის გავლენა ცხოველთა კოგნიტურ ფუნქციებზე. კვლევის მასალა და მეთოდები. ექსპერიმენტი ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ფიზიოლოგიის სასწავლო-ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში თეთრ ზრდასრულ მამრ ვირთაგვებზე. შფოთვის ტესტირებისათვის გამოვიყენეთ ორი ქცევითი ტესტი. პირველი, ე.წ. „წყლის დასჯადი სმის“ ტესტი (პასიური განრიდება), მეორე ტესტი „ამაღლებული ჯვარედინი ლაბირინთი“. ამრიგად, სენსორული დეპრივაცია წარმოადგენს ფსიქოგენური სტრესის ჩამოყალიბების რისკ ფაქტორს. შფოთვა ნებისმიერი ჯამრთელი ადამიანისთვის და ძუძუმწოვარი ცხოველისათვის დამახასიათებელი ემოციური მდგომარეობაა, რომელსაც გარეგანი გამოხატულება ხშირად არ გააჩნია, მაგრამ მისი განცდა საფრთხის, მარცხის ან უსიამოვნების მოლოდინში გამოიხატება. ამერიკელი ფსიქიატრი სპეციალურად მსჯელობს შფოთვაზე, როგორც ჭეშმარიტ ემოციაზე და განასხვავებს მას შიშისაგან, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზეზი. შიშს ავტორი უწოდებს იდეაციას, რამდენადაც კონკრეტული საფრთხის შეფასება ან წარმოდგენა ადამიანს თავისუფლად შეუძლია და რაც მთავარია, შეუძლია ამ განცდის მიზეზის მკაფიოდ ჩამოყალიბება და სხვებისათვის გაზიარება. ამგვარად, ბეკის მიხედვით შფოთვა	cache/gs-2492.pdf	txt/gs-2492.txt
