id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2520	Ebralidze, Lela	Warning by Jenny Joseph and Its Georgian Translation	2023	10	.pdf	application/pdf	2931	70	72	„გაფრთხილების“ მკითხველი და ჩვენი არჩევანიც, გარკვეულწილად, ამან განაპირობა, რადგან სიცილი, სიხალისე და ბედნიერება გადამდებია და ქართველ მკითხველსაც ნამდვილად არ აწყენდა. გადავიდეთ თარგმანის ანალიზზე. ლექსი სადაა, ადვილად გასაგები, ურითმო და, ერთი შეხედვით, მისი თარგმნა დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ, მეორეს მხრივ, დიდი პასუხისმგებლობაა მისეული იუმორის, უშუალობისა და ჟღერადობის თარგმანში გადმოტანა. ჩვენს ამოცანას შეადგენდა ისეთი თარგმანის შექმნა, რომელიც ქართველ მკითხველსაც ესთეტურ სიამოვნების მიანიჭებდა, დედნის ხიბლს შეაგრძნობინებდა და ღიმილს მოჰგვრიდა, და თუ რამდენად შევძელით მის განხილვას ქვემოთ შემოგთავაზებთ, ჯერ კი ზოგად დახასიათებას დავჯერდებით. “Warning” ურითმო ლექსია, მაგრამ რიტმისა და გამეორების წყალობით პოეტი ახერხებს მის ერთ მთლიანობად შეკვრას და თემის შესაფერისად აჟღერებას. მისი მთავარი ღირსებაა საოცარი იუმორი, უშუალობა და ოპტიმიზმი, რითაც	cache/gs-2520.pdf	txt/gs-2520.txt
