id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2521	Goroshidze, Giorgi	Inadmissibility of Fxed-term Employment Contracts that Cause Corruption in the Higher Education System	2023	15	.pdf	application/pdf	4500	107	74	ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბსტრაქტი სტატიაში განხილულია უმაღლესი განათლების სისტემაში ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადების თავისებურებანი, გაკეთებულია მათი ანალიზი და გამოკვეთილია არსებითი მახასიათებლები. ნაცადია ასეთი ხელშეკრულებების კორუფციული საფრთხეების ჩვენება და კანონის მოთხოვნების საფუძველზე არგუმენტირებულია ასეთ ანტისახელმწიფოებრივ მიდგომაზე უარის თქმის აუცილებლობა. ამის სანაცვლოდ უვადო შრომითი ხელშეკრულების გამოყენება აკადემიური კადრების დასაქმების საკითხების გადაწყვეტის დროს ერთადერთ პერსპექტიულ მიდგომად ითვლება, რაც კანონმდებლობასთანაც და აგრეთვე ხელისუფლების საკადრო პოლიტიკასთანაც სრულ შესატყვისობაში იმყოფება. საკვანძო სიტყვები: განათლება, დასაქმება, ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, კორუფცია. შრომის კოდექსი (ორგანულ კანონი) დასაქმების საკითხებს წყვეტს დასაქმებულის პრივილეგირებული მდგომარეობის ცნობიდან გამომდინარე. კანონთა იერარქიის მაღალ საფეხურზე მდგომი ეს კოდექსი იმავდროულად დასაქმებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომის გამომხატველია. არ არის გასაკვირი არც ის, რომ „შრომის კოდექსი“ (ორგანული კანონი), ეთანხმება რა კონსტიტუციურ ნორმას შრომის უფლებისა და თავისუფლების შესახებ (მუხლი 26), მაქსიმალურად იცავს დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან ყოველგვარი შევიწროებისგან. ამის საწინააღმდეგოდ მოქმედი ყოველი მოვლენა შრომისუნარიანი მოსახლეობისთვის მაღალი რანგის კანონმდებლობით მინიჭებული შრომითი უფლებების წინააღმდეგ აშკარა გალაშქრებას წარმოადგენს, რაც სრულიად დაუშვებელია კანონდამრღვევ ქმედებათა ხელის შემწყობ შესაძლებლობათა დიდი ალბათობით წარმოშობის გამო	cache/gs-2521.pdf	txt/gs-2521.txt
