id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2545	Kintsurashvili, Lali; Legault, Jean; Mshvildadze, Vakhtang	Alkaloids of ATROPA CAUCASICA KREYER and Their Biological Activity	2024	5	.pdf	application/pdf	1329	65	74	მიწისზედა და მიწისქვეშა ორგანოები, შეგროვილი ზედაზენში ნაყოფიანობის ფაზაში. ჰაერმშრალი დაწვრილმანებული მ/ზ და მ/ქ ორგანოებიდან სითხურ-სითხოვანი ექსტრაქციის მეთოდით მიღებულია ალკალოიდშემცველი ჯამური სუბსტანციები. NH4OH (12%)-ით წინასწარი შეტუტიანებით და დაყოვნებით, ალკალოიდებს ვწვლილავდით ქლოროფორმით. გაერთიანებული ექსტრაქტებს ვასუფთავებდით H2SO4 (10%)-ით. მჟავე გამონაწვლილებს ვამუშავებდით ეთილის ეთერით. კონცენტრირებული ამიაკით ვატუტიანებდით pH-9-მდე და ვახდენდით ექსტრაგირებას ორგანული გამსხნელით. ფუძეების ჯამური სუბსტანციების გამოსავალი შეადგენდა: მიწისზედა ორგანოებიდან 0,28%, მიწისქვეშა ორგანოებიდან 0,54% მცენარის ჰ/მ მასალაზე გადაანგარიშები. კვლევის შედეგი. კავკასიური შმაგას კავკასიური შმაგას (ოჯ. Solanaceae-ძაღლყურძენასებრნი) მიწისზედა (მ/ზ) და მიწისქვეშა (მ/ქ) ორგანოების შესწავლა ტროპანის ჯგუფის ალკალოიდებზე და მათი ბიოლოგიური აქტივობის დადგენა. კავკასიური შმაგას ჰაერმშრალი დაწვრილმანებული მ/ზ და მ/ქ ორგანოებიდან სითხე-სითხოვანი ექსტრაგირებით მიღებულია ალკალოიდშემცველი ჯამური სუბსტანციები. 12% NH4OH წინასწარი შეტუტიანებით და დაყოვნებით, ალკალოიდებს ვწვლილავდით ქლოროფორმით. ფუძეების ჯამური სუბსტანციების გამოსავალი შეადგენდა: მიწისზედა ორგანოებიდან- 0,28%, მიწისქვეშა ორგანოებიდან- 0,54% მცენარის ჰაერმშრალ მასალაზე გადაანგარიშებით. ფიტოქიმიური კვლევების შედეგად დადგენილია, რომ კავკასიური შმაგადან მიღებულ გასუფთავებულ ალკალოიდების ჯამურ სუბსტანციებში დომინირებენ ტროპანის ჯგუფის ალკალოიდები: მიწისზედა ორგანოებში-ატროპინი, ჰიოსციამინი, მიწისქვეშა ორგანოებში: ატროპინი, ჰიოსციამინი და სკოპოლამინი.	cache/gs-2545.pdf	txt/gs-2545.txt
