id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2548	Adamashvili, Natia; Beriashvili, Rima; Tevzadze, Nino; Kepuladze, Shota; Burkadze, George	Features of the distribution of acute and chronic inflammatory index in cervical intraepithelial neoplasia of different degrees and its relationship with proliferative activity detected by AgNOR technology	2024	13	.pdf	application/pdf	2286	87	67	მიკრობიომსა და ანთებას შორის ურთიერთკავშირი სულ უფრო აშკარა ხდება. უფრო მეტიც, მიკრობიომისა და ანთების როლი კიბოს წარმოქმნასა და განვითარებაში მრავალი სხვადასხვა კვლევით არის შესწავლილი. მიკროორგანიზმების ჰომეოსტაზის დარღვევის დროს თავად მიკროორგანიზმები ან მათი პროდუქტები მაკროორგანიზმში იწვევენ საპასუხო იმუნურ რეაქციებს. გახანგრძლივებული ანთების შედეგად ვითარდება ქრონიკული ანთება, რომელიც სიმსივნის ერთ-ერთი მაინდუცირებელი ფაქტორია. ქრონიკული ანთების პირობებში უჯრედები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ავთვისებიანი ტრანსფორმაციისაკენ. კვლევების უმეტესობაში ყურადღება გამახვილებულია საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მიკრობიომს შორის კავშირზე, თუმცა ანთებაც ასევე შესაძლებელია იყოს საშვილოსნის ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი მიზეზი. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა მწვავე და ქრონიკული ანთებითი ინდექსების განაწილების თავისებურებების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 46 შესწავლა საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზიების დროს და მისი კავშირის დადგენა AgNOR-ის ტექნოლოგიით გამოვლენილ პროლიფერაციულ აქტივობასთან.ჩვენი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მწვავე ანთებითი ინდექსი სარწმუნო კორელაციაში არ არის დისპლაზიის ხარისხთან განსხვავებით ქრონიკული ანთებითი ინდექსისგან რომელიც, რაც უფრო მაღალია დისპლაზიის ხარისხი ასევე შესაბამისად მით მაღალია ქრონიკული ანთებითი ინდექსის მაჩვენებლი.ქრონიკული ანთებითი ინდექსი შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც შესაძლო დისპლაზის დამატებითი კრიტერიუმი. AGNOR-ის დამატებითი შეღებვის მეთოდი ასევე შესაძლოა გამოყენებული იქნას პროლიფერაციული აქტივობის შეფასებისათვის. საკვანძო სიტყვები: ანთებითი ინდექსი; AGNOR; საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზია; შესავალი ანთება წარმოადგენს ერთგვარ დამცავ მექანიზმს სხვადასხვა გამღიზიანებელი სტიმულის მიმართ. ქსოვილის დაზიანებამ და სხვადასხვა ხელშემწყობმა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ანთება1. Microsoft Word - fullpdf06012024 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 45 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 6 Issue 1, 2024 https://doi.org/10.52340/gs.2024.06.01.08 მწვავე და ქრონიკული ანთებითი ინდექსის განაწილების თავისებურებანი საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზიების დროს და მისი კავშირი AgNOR ტექნოლოგიით გამოვლენილ პროლიფერაციულ აქტივობასთან ნათია ადამაშვილი1, რიმა ბერიაშვილი2, ნინო თევზაძე3, შოთა კეპულაძე4, გიორგი ბურკაძე5 1თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის Phd სტუდენტი; E-mail: adamashvilinatia58@gmail.com 2თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი; პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; E-mail: Rima@tsmu.edu 3თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტი პათოლოგიურ ანატომიაში; E-mail: niniatevzadze1@gmail.com 4თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის Phd სტუდენტი; ექიმი პათოლოგანატომი; E- mail: shota.kepuladze@gmail.com; https://orcid.org/0000-0002-5919-5581 5თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; E-mail: burkadze@yahoo.com	cache/gs-2548.pdf	txt/gs-2548.txt
