id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2565	Zakariashvili, Mariam	Electronic Learning Practice MOODLE -LESSON	2024	9	.pdf	application/pdf	1943	68	72	Microsoft Word - fullpdf06012024 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 103 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 6 Issue 1, 2024 https://doi.org/10.52340/gs.2024.06.01.13 ელექტრონული სწავლების პრაქტიკა MOODLE -LESSON მარიამ ზაქარიაშვილი აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტი, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავი, საქართველო ასოცირებული პროფესორი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით mariam.zaqariasvili@tesau.edu.ge; (+995) 595 386 431 https://orcid.org/0000-0003-3903-6636 აბსტრაქტი ნაშრომში განხილულია ელექტრონული სწავლების პრაქტიკული საკითხები. კვლევის ინსტრუმენტად შერჩეულია უფასოდ გავრცელებადი სწავლების მართვის ღია სისტემა Moodle LMS (Learning Management System). წარმოდგენილია სისტემის ძირითადი პედაგოგიური და ტექნოლოგიური ასპექტები. მისი ლოკალურ ინტერნეტ სივრცეში ინსტალაციისათვის საჭირო აუცილებელი განმარტებები; მოცემულია რეკომენდაციები სასწავლო კურსის მნიშვნელოვანი აქტივობის, სახელდობრ, ადაპტირებული „ლექციის“ Lesson დაგეგმვისა და აგების საფეხურების შესახებ. წარმოდგენილია მასწავლებლისა და სტუდენტის პოზიციები Moodle-LMS ლოკალურ სერვერულ გარემოში. განხილულია პრაქტიკული მოდელის „Moodle-ს აუდიტორიაში“ აქტივობა „ლექციის“ გამოყენების უპირატესობები ტრადიციულ აუდიტორიასთან შედარებით, როგორც სასწავლო პროცესში სტუდენტთა აქტიური ჩართულობის, ასევე, სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობის რეალიზებისათვის ლოკალური ასინქრონული ჩართულობის პირობებში. ნაშრომში წარმოდგენილ ინსტრუქციებს ახლავს ნაშრომის ავტორის მიერ მომზადებული დამატებითი საპრეზენტაციო რესურსების გაზიარების ბმულები, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს დეტალურად გაეცნოს საჭირო ინფორმაციას. საკვანძო სიტყვები: Moodle; LMS; ადაპტირებული ლექცია LESSON; ასინქრონული ელექტრონული სწავლება; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 104 შესავალი ელექტრონული სწავლების	cache/gs-2565.pdf	txt/gs-2565.txt
