id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2585	Dolidze, Nino; Darsavelidze, Khatuna	Analysis of structural features of Georgian traditional clothing and formation of an electronic bank	2024	7	.pdf	application/pdf	1602	50	67	Microsoft Word - fullpdf06012024 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 143 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 6 Issue 1, 2024 https://doi.org/10.52340/gs.2024.06.01.19 ქართული ტრადიციული სამოსის კონსტრუქტორული მახასიათებლების ანალიზი და ელექტრონული ბანკის ფორმირება ნინო დოლიძე1; ხათუნა დარსაველიძე2 1აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი, პროფესორი; 2აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი, აკადემიური დოქტორი აბსტრაქტი თანამედროვე ეტაპზე მოდის ინდუსტრიასა და სამოსის დიზაინში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მოდის მიმდინარეობის ერთ-ერთი სახე – ეთნოსტილი. თანამედროვე დიზაინში ეთნოსტილის განვითარებისათვის საინტერესო მასალას წარმოადგენს ნატიფი სილამაზით, ელეგანტურობით და განსაკუთრებული შემკულობით გამორჩეული ქართული ტრადიციული სამოსი. ქართული ტრადიციული სამოსი, როგორც დიზაინერის შემოქმედებითი საქმიანობის პირველწყარო, თანამედროვეებისათვის ხელმისაწვდომობასა და განსაკუთრებულ კავშირს საჭიროებს. მაგრამ, დღეისათვის მხოლოდ სამუზეუმო ნიმუშებადღაა შემორჩენილი სამეცნიერო სტატიაში განხილულია ქართული ტრადიციული სამოსის კონსტრუქტორული მახასიათებლების ანალიზი და ელექტრონული ბანკის ფორმირების საკითხები. ტრადიციული სამოსის მხატვრულ-კონსტრუქციული ანალიზი ხორციელდება ეტაპებად და მოიცავს მოდელის კომპოზიციის ყოველმხრივ შესწავლას (ტანსაცმლისადმი წაყენებული მოთხოვნების კომპლექსის გათვალისწინებით), ასევე გარეგნული ფორმის სხვა მაჩვენებლებთან (დანიშნულების, კონსტრუქცული აგებულების, ფორმაწარმოქმნის) ურთიერთკავშირის განხილვას. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 145 ტრადიციული სამოსის კონსტრუქტორულ-კომპოზიციური მახასიათებლების ანალიზისათვის საჭიროა ისეთი ელემენტების შესწავლა და გამოკვლევა, როგორიცაა: სილუეტი, მასალების სტრუქტურა (ბოჭკოვანი შემადგენლობა), ფაქტურა, ნახატი, ფერი, ფორმის დანაწევრება, სახელოს ფორმა და სიგრძე, ყელის განაჭერი ნაპირის კონფიგურაცია და შესაკრავის სახე, დეკორატიული გაფორმების სახეობები, მათი განლაგება, ორნამენტული	cache/gs-2585.pdf	txt/gs-2585.txt
