id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-267	Lanchava, Omar	FIRE SAFETY ANALYSIS OF VENTILATING SYSTEMS OF ROAD TUNNELS: Print version was published: Mining Journal, #1(24), 2010	2021	8	.pdf	application/pdf	2453	107	90	Jurnali #1(24), 2010 1 analizi - АНАЛИ3 - ANALYSIS უაკ 622.4.536.24.624.191.94 ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი ო. ლანჩავა საავტომობილო გვირაბების სავენტილაციო სისტემების ხანძარუსაფრთხოების ანალიზი მათემატიკური მოდელირების მეთოდით განხილულია ძლიერი და ძალზე ძლიერი ხანძრის გავლენა საავტომობილო გვირაბების სავენტილაციო სისტემებზე მათი კოლაფსის დადგომის პერიოდის დადგენის მიზნით. მოდულები შესრულებულია გრძივი სისტემისათვის ჭავლური ვენტილატორების გამოყენებით და ნახევრად განივი გამწოვი სავენტილაციო სისტემისათვის, რომლებიც ადაპტირებულია საქართველოში. მოდელებზე ხანძრის ტემპერატურა იცვლებოდა 300-1000°C-ის, ხოლო ხანძრის სიმძლავრე 30-100 მგვტ-ის ფარგლებში. 1000°C ტემპერატურაზე, ნახევრად განივი გამწოვი სავენტილაციო სისტემისათვის კოლაფსის დადგომის პერიოდი იცვლება 0.5-2.5 წთ-ის ფარგლებში ხანძრის სიმძლავრის მიხედვით. დაახლოებით იმავე სიდიდისაა აღნიშნული პერიოდი გრძივი სისტემისათვის. საგანგებო სიტუაციების მართვის თვალსაზრისით არცერთი სისტემა არ ხასიათდება ეფექტურობით ძლიერი და ძალზე ძლიერი ხანძრის შემთხვევაში. ამ დროს სიცოცხლისა და ინფრასტრუქტურის გადარჩენის ერთ-ერთი ძირითადი გზაა გვირაბის ოპერატიული დაყოფა მცირე სიგრძის მონაკვეთებად მოძრავი ზღუდარებით ან მსგავსი მოწყობილობებით, რომლებიც შეაფერხებენ ან სრულად აღკვეთენ ტოქსიკური აირებისა და ჭარბი სითბოს უკონტროლო გავრცელებას მიწისქვეშა სივრცეში. საგანგებო სიტუაციების მართვის თვალსაზრისით თანამედროვე სატრანსპორტო გვირაბებს მაღალი მოთხოვნები წაეყენებათ. კერძოდ 2007 წელს დასრულებულ ალპების 34,6 კმ სიგრძის სარკინიგზო გვირაბს აქვს დაცვის სამი დონე: საევაკუაციო მატარებელი, სპეციალური მინიავტობუსები და ზღუდარები გვირაბის ყოველ 300 მ მანძილზე. პირველი ორი მხოლოდ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურება, ხოლო ბოლო მათგანს სიცოცხლის გადარჩენასთან ერთად შეუძლია საგანგებო სიტუაციის აღმძვრელი მიზეზის (ხანძრის, ფეთქებადი, ტოქსიკური, მავნე აირების და სხვათა) ლოკალიზება მთელი გვირაბის ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის ასაცილებლად. ინფრასტრუქტურაში აქ იგულისხმება როგორც სავენტილაციო, დაკვირვების, განათების სისტემები, ისე სხვა ელექტრომექანიკური მოწყობილობები და გვირაბის კონსტრუქციები. ადვილი მისახვედრია, რომ ზღუდარები მოძრავი უნდა იყოს, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად მოახდინონ გვირაბის დაყოფა მცირე სიგრძის მონაკვეთებად, რითაც მოხდება საგანგებო სიტუაციის აღმძვრელი მიზეზის მავნე გავლენის შერბილება. ევროკავშირი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ტრანსევროპულ ქსელზე (TEN), რომლის არსებულ და ასაშენებელი გვირაბების უსაფრთხოება პირველი პრიორიტეტია. გზების ინფრასტრუქტურაში გვირაბებს გამორჩეული ადგილი უკავიათ. ისინი გაყვანილია ყველაზე რთულ მონაკვეთებზე და უზრუნველყოფენ მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებელ გადაადგილებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გვირაბებში შედარებით იშვიათია ავარიები, ხოლო მომხდარ ავარიებს უფრო მძიმე შედეგები აქვს ღია ტრასასთან შედარებით. გაეროს ევროპული კომისიის მიერ მაშასადამე აპრობირებული ტექნოლოგიით შეფასებულია კლაპეირონის განტოლება და უკიდურეს შემთხვევაში (ატმოსფერულზე 2000-4500-ჯერ უფრო ჭარბი წნევისას) მოსალოდნელია 12‚5% ცდომილების დაშვება. ფორმულიდან (3) მიიღება ხანძრის მიერ აღძრული წნევის საანგარიშო ფორმულა, რომელიც როგორც აღინიშნა, დინამიკური მდგენელის მატებას მოხმარდება P=p RT.	cache/gs-267.pdf	txt/gs-267.txt
