id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-268	Omar Lanchava; Irakli Gvencadze	ABSTRACT FOR ONE AND TWO -TUNNELED COMBINED VENTILATION SYSTEM FIRE-SAFETY: К ВОПРОСУ ПОЖАРОБЕЗОПАСНОСТИ ОДНО- И ДВУХТОННЕЛЬНОЙ КОМБИНИРОВАННЫХ ВЕНТИЛЯЦИОННЫХ СИСТЕМ	2021	7	.pdf	application/pdf	2183	74	86	თაღის ჭერში, მუდმივად ღია სავენტილაციო ფანჯრების გარდა, არის დამატებითი დახურული ფანჯრები, რომლებიც ხანძრისას ავტომატურად უნდა გაიღოს მაღალი ტემპერატურის გავლენით ჰაერის აღმავალი მოძრაობის შედეგად ან სენსორების მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ხანძრის შემთხვევაში ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც საპროექტო გადაწყვეტაში არის გათვალისწინებული, როკის გვირაბს ის უპირატესობა აქვს, რომ აქ ადამიანების ევაკუაცია შესაძლებელია სუფთა ჭავლიან შტოლნაში და მისი ვენტილაციის სქემის შეხამება ახალ მონაცემებთან შედარებით გაადვილებულია. იმავე პირობით, ანუ სავენტილაციო არხში ადამიანების გადაყვანის შესაძლებლობის შემთხვევაში, ნახევრად განივი სქემა ტექნიკურად გამოუსადეგარია საევაკუაციოდ რადგან მასში ჩვეულებრივი რეჟიმით გაჭუჭყიანებული ჰაერია, ხოლო სუფთა ჰაერით მისი “ავსება„ მოხდება მხოლოდ სავენტილაციო სისტემის რეცირკულაციის შემდეგ. თუ გავითვალისწინებთ ჰაერისა და სატრანსპორტო საშუალებათა სიჩქარეებს შორის თანაფარდობას, აგრეთვე მოძრავი გაჭუჭყიანებული ჰაერის ინერციის გადალახვის საჭიროებას რეცირკულაციის შემთხვევაში, მაშინ უფრო რეალურია ხანძრის კერიდან ტრანსპორტით გასწრება ზომიერი სიგრძის გვირაბებში, ვიდრე რეცირკულაციის შედეგის მოლოდინი. მთავარი კი ისაა, რომ რეცირკულაცია ძლიერი ხანძრის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ტექნიკურად. რიკოთის გვირაბის ერთი ფრთის სიგრძიდან გამომდინარე ჰაერის ნაკადის 2 მ/წმ სიჩქარით გადაადგილების შემთხვევაში, იდეალურ პირობებში ამისათვის 7 წთ-ზე [3] წყაროდან: მე-9 პუნქტში აღნიშნულია იმის შესახებ, რომ ხანძრის კერიდან	cache/gs-268.pdf	txt/gs-268.txt
