id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-270	Omar Lanchava; David Gordadze	ON OPTIMUM SYSTEM OF VENTILATION OF THE RIKOTI MOTOR ROAD TUNNEL: ОБ ОПТИМАЛЬНОЙ СИСТЕМЕ ПРОВЕТРИВАНИЯ РИКОТСКОГО АВТОДОРОЖНОГО ТОННЕЛЯ	2021	8	.pdf	application/pdf	2343	59	78	ჰქონდეს ერთნაირი აეროდინამიკური წინააღმდეგობა, რაც მიიღწევა პირველი ფანჯრის კვეთის შემცირებით. ანალოგიურად — სხვა დანარჩენი კვეთებისათვისაც საბოლოო ჯამში საერთო კვეთი მცირდება აღწერილ ბოლო ზღვრამდე, რასაც აჩვენებს მითითებული წინააღმდეგობა. 5 როგორც აღინიშნა, Q90 მ3/წმ ჰაერის ხარჯის შემთხვევაში, საპროექტო გადაწყვეტის თანახმად, ყოველი ფანჯრიდან გაიწოვება q=2,25 მ3/წმ ჰაერი. ასეთ შემთხვევაში ბოლო ფანჯარაში და 39-40 უბანზე გადის 2,25 მ3/წმ ხარჯი და ჰაერის სიჩქარე შეადგენს 2,25/60=0,0375 მ/წმ. თუ გავითვალისწინებთ უბნის სიგრძეს, მაშინ 15 წუთი მაინც დასჭირდება ამ უბნიდან ჰაერის სრულ გაწოვას. სინამდვილეში ეს ფაქტორი, ისევე როგორც ბუნებრივი წევის უარყოფითი გავლენა, აგრეთვე ფანჯრების საერთო მაღალი წინააღმდეგობა, იწვევს იმას, რომ გვირაბის ცენტრალურ ნაწილში არ არის კარგი განიავება, რაც გრძივ-განივი სისტემის თანმდევი ნაკლია. ფანჯრებზე საუბარი დავამთავროთ იმის აღნიშვნით, რომ ყველა მათგანის კვეთი უნდა იყოს ერთნაირი, უნდა იცვლებოდეს 5—7 მ2 დიაპაზონში და მათი შემდეგი დარეგულირება უნდა ხდებოდეს განლაგების ადგილის, ბუნებრივი დეპრესიის სიდიდისა და საჭირო ჰაერგანაწილების მიხედვით. აღნიშნულით მხოლოდ იმის დადასტურება გვინდა, რომ გრძივ-განივი სქემა ჩვენთვის არ არის უცხო, ვხედავთ მის გაუმჯობესების გზებსაც, მაგრამ მასზე მაინც უარს ვამბობთ და არ [l], რაც დაუშვებელია სანიტარული ნორმების მოთხოვნების მიხედვით. ჩვენის აზრით, აღნიშნული გამოწვეულია ძირითადად გამოყენებული გრძივ- განივი სქემის დროს გვირაბის აეროდინამიკური წინააღმდეგობის ხელოვნური გაზრდით. გარდა ამისა, აღსანიშნავია სავენტილაციო ფანჯრების არასათანადოდ მოწყობა, ბუნებრივი წევის დეპრესიის გაუთვალისწინებლობა, სავენტილაციო სისტემის გაუმართავობა და, რაც ყველაზე მთავარია, გრძივ-განივი სქემის არაეკონომიურობა, რაშიც ქვემოთ დავრწმუნდებით. საქმეს ვეღარ შველის სავენტილატორო დანადგარების გაუმართლებლად დიდი სიმძლავრეც და სისტემა მუშაობს არსებითი ხარვეზებით. ოპტიმალურად მიგვაჩნია ისეთი სისტემა, რომელსაც შეეძლება გვირაბის ხარისხიანი განიავება მინიმალური დანახარჯებით, ვენტილატორების მუშაობის ყველაზე მარტივი და ეკონომიური რეჟიმის პირობებში. უფრო მეტი სიცხადისათვის აღვნიშნოთ, რომ არ არის მართებული პრინციპი, რომელიც ჩადებულია საპროექტო გადაწყვეტაში, ანუ საწყისი პირობა, რომ ყველა სავენტილაციო ფანჯარაში უნდა გადიოდეს ჰაერის თანაბარი რაოდენობა; გაუმართლებელია სავენტილაციო ფანჯრების კვეთები და კონსტრუქცია; განიავების გრძივ-განივი სისტემა მიუღებელია აგრეთვე მისი არაეკონომიურობის გამო. ქვემოთ ამ საკითხებს უფრო გაშლილად შევეხებით, მაგრამ მანამდე ვაჩვენოთ თუ რა გვიჯდება გრძივ-განივი სისტემის გამოყენება. გვირაბის აეროდინამიკური წინააღმდეგობა გამოითვლება ფორმულით R = αPL /9,81S3, (1) 2 სადაც R არის გვირაბის აეროდინამიკური წინააღმდეგობა, კილომიურგი (kμ); α- გვირაბის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტია, ბეტონის გამაგრებისათვის α=0,0049 ნ.წმ2/მ4; P - გვირაბის კვეთის პერიმეტრია, მ; L - გვირაბის სიგრძეა, მ; S - კვეთის ფართობია, მ22 ამ ფორმულით მიღებული სიდიდის განზომილებაა ნ.წმ2/მ8, რაც აეროდინამიკური წინააღმდეგობის სპეციალური საზომი სიდიდეა და კილომიურგად (kμ) იწოდება.	cache/gs-270.pdf	txt/gs-270.txt
