id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2706	Khakhutaishvili, Ana; Kiknadze, Nino; Gotsiridze, Raul; Mkheidze, Nino; Megrelidze, Nargiz; Davitadze, Ruslan; Kontselidze, Lamzira	Development of Complex Sorption-Membrane Methods of Sea Water Purification	2024	11	.pdf	application/pdf	2614	138	81	ეს შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც გემების ნავთობით დატვირთვისას წყალში ნავთობის ჩაღვრით, ასევე ტანკერების ავზების გაწმენდის შედეგად ნარეცხი წყლების მოხვედრით ზღვაში. ზღვის წყალში ხსნადი ნავთობპროდუქტების მოცილების შესაძლებლობის შესაწავლის მიზნით, ჩვენს მიერ დამზადებული იქნა სორბციული სვეტები, რომლებშიც ჩატვირთული იყო ბუნებრივი (ნახერხი) და სინთეზური (პოლიურეთანი, იგივე პარალონი) სორბენტები. ჩვენს მიერ პორტის ტერიტერიაზე აღებული ზღვის წყლის ნიმუშების ჯერ-ნახერხზე (პირველი სვეტი) და შემდგომ-პარალონზე (მეორე სვეტი) გატარებასას, შესწავლილი იქნა ნავთობპროდუქტების კონცენტრაციის ცვლილება სორბციამდე და სორბციის შემდეგ. ნახერხზე გატარების შედეგად, მათი კონცენტრაცია 2,5-ჯერ შემცირდა, ხოლო პარალონზე გატარების შედეგად - 12,7-ჯერ. პირველი სვეტის ფილტრატში ხსნადი ნავთობპროდუქტების კონცენტრაციის უმნიშვნელო შემცირება მეორე სვეტთან შედარებით, ჩვენი აზრით, გამოწვეულია იმით, რომ პირველ ფილტრატში გადადის დაბალმოლეკულური მასის ნავთობპროდუქტები. მიღებული მონაცემებიდან ჩანს, რომ საწყისი სინჯისთვის ამ მოცემულ შემთხვევაში საკმარისი იყო მხოლოდ პარალონზე გატარება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 273 სურათი 1. სორბციული სვეტები რაც შეეხება ბათუმის საზღვაო სადგურთან მიმდებარე სანაპირო პლიაჟს, სადაც საწყის სინჯში თითქმის 3-ჯერ ნაკლები იყო ხსნადი ნავთობპროდუქტების კონცენტრაცია პორტთან შედარებით, ნახერხზე გატარებით ვერ მივიღეთ ისეთივე ეფექტი, როგორც წინა შემთხვევაში. ხოლო პარალონზე გატარებით თითქმის იგივე შედეგები მივიღეთ, როგორც პორტის ლოკაციაზე. ჩვენის აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ პორტში ჩაღვრილი ნავთობი შეიცავს ნავთობპროდუქტების თითქმის სრულ სპექტრს, ამიტომ მოხდა მაღალმოლეკულური ნაერთების შეკავება და შესაბამისად შემცირდა მათი კონცენტრაცია ფილტრატებში. საზღვაო სადგურთან მიმდებარე პლიაჟის ლოკაციაზე შესაძლებელია ნავთობპროდუქტების მაღალმოლეკულური ნაერთები ზედაპირზე არსებულ ნავთობის აფსკს გამოეყოფა და ილექება სიღრმეში, ხოლო ზედაპირზე რჩება უმეტესად დაბალმოლეკულური ნაერთები, შესაბამისად, მათი სორბცია ნახერხზე ნაკლებად მოხდა. პარალონზე გატარების შემთხვევაში აქ თითქმის იგივე შედეგი დაფიქსირდა, რაც პორტის სინჯის შემთხვევაი. კომბინირებულ მეთოდს ამ შემთხვევაშიც ნაკლები ეფექტი ჰქონდა, პარალონზე გატარებასთან შედარებით (დიაგრამა 6). [23]. საქართველოში ისეთი მეორადი მასალა, როგორიცაა ხის ნახერხი, ფოროვანი პოლიმერული მასალის ნარჩენები, ფაქტიურად წარმოებისთვის უსარგებლო ნარჩენს წარმოადგენს, მათი ფასები ძალიან მცირეა, პირიქით, მათი უტილიზაცია ეკოლოგიური თვალსაზრისით არის გამართლებული. ნავთობიანი წყლის გაწმენდის პროცესში სორბენტად ხის ნახერხის გამოყენების შემთხვევაში, გაიზრდება მისი წვის ეფექტურობა, ხოლო ფოროვანი პოლიმერული მასალის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გამოწურვის შემდეგ ნავთობის შეგროვება და მისი აღდგენა-რეკუპერაცია. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ნავთობით დაბინძურებული ზღვის წყლის კომპლექსური მეთოდით გაწმენდის შესაძლებლობის შესწავლა, რისთვისაც სორბციისთვის შერჩეული იქნა საწარმოო ნარჩენი-ნახერხი და პოლიმერული მასალა- პოლიურეთანი. ექსპერიმეტული ნაწილი პირველ ეტაპზე გამოკვლეული იქნა შავი ზღვის აჭარის სამხრეთ-აღმოსავლეთ აკვატორიის წყლების ქიმიურ-ეკოლოგიური მდგომარეობა კვარიათიდან ფიჭვნარის სანაპირო ზოლის ჩათვლით. კვლევის ძირითადი ამოცანები იყო ზღვის წყლის ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ- ქიმიური და სანიტარული პარამეტრების შეფასება, შემდგომში წყლის გაწმენდის მეთოდების შერჩევის მიზნით. დადგინდა, რომ საკვლევ არეალში ზღვის წყალი ყველაზე უფრო გაჭუჭყიანებულია ბათუმის პორტის ტერიტორიაზე. სუნი პორტის სანაპიროზე სეზონურად ფიქსირდებოდა 4-5 ბალის ფარგლებში, ანუ 2-3 ბალით მეტი ზდკ-ზე. ამ ლოკაციაზე წყალი იყო ძლიერ მღვრიე ყველა სეზონზე, არადამახასიათებელი მომწვანო-მოყვითალო ფერით, მოტივტივე ნაწილაკებით წყლის ზედაპირიდან დაახლოებით 0-50სმ სიღრმემდე	cache/gs-2706.pdf	txt/gs-2706.txt
