id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-273	Lanchava, Omar; Tsikarishvili , Kukuri 	FOR 30th ANNIVERSARY 0F TSKALTUBO (PROMETHEUS) KARST CAVE DISCOVERY: Print version was published: Collection of Works., New Series № 6 (83), 2010	2021	11	.pdf	application/pdf	2541	50	68	გატაცებით მონაწილეობდა მღვიმესთან დაკავშირებულ ყველა საქმეში. გასაოცარი ხალისითა და ენთუზიაზმით ამოგვიდგნენ მხარში ყუმისთავისა და ქვილიშორის მცხოვრებლები. ყოველდღიურად ოცდაათი - ორმოცი კაცი გვეხმარებოდა, რომელთაც სათავეში ედგათ ცხუნკურის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იმედო ტყაბლაძე და სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე გურამ სვანიძე — იგონებს ბ-ნი ჯუმბერ ჯიშკარიანი. მშრომელთა უანგარო დახმარება და თანადგომა რომ არა - ყოვლად შეუძლებელი იყო იმ მოცულობის სამუშაოების შესრულება. გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა მოვახსენოთ ყველა მათ, ვინც ექსპედიციას ხელი შეუწყო მუშაობაში. 5 განსაკუთრებული თავგამოდებით იშრომეს ყუმისთაველმა ამირან, მამია, ზაური, გიგლა, ვაჟა, თამაზ და ინდიკო ტყაბლაძეებმა, სულიკო ზაქარიაძემ, ნუგზარ გამყრელიძემ გელა მაღლაფერიძემ, მიხეილ შალამბერიძემ, გვიშტიბელმა შოთა ფუტკარაძემ, რომან ბაბუნაშვილმა, ევტიხი სვანიძემ, ქვილიშორელმა ბიჭიკო, პლატონ, ნიკუშა სულაბერიძეებმა და სხვ. ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია, ისინი უანგაროდ და დიდი ენთუზიაზმით ემსახურებოდნენ ამ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კარსტული რაიონი ბევრ საიდუმლოს ინახავს და მათი გამოვლენა მხოლოდ დეტალური შესწავლითაა შესაძლებელი. მანამდე წყალტუბო-ქუთაისის კირქვულ მასივზე მიკვლეული მღვიმეებიდან აღსანიშნავია „სათაფლიას, „თეთრას“, „სოლკოტას“, „საწურბლიას, „დიდღელეს”, „ქვილიშორის და სხვა მღვიმეები. 1983 წლის გაზაფხულზე გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ჯუმბერ ჯიშკარიანი, თამაზ ქობულაშვილი და კარლო ლიფონავა სოფ. ყუმისთავში ყოფნისას ოფიჭოს 2 მღვიმე-ესტაველადან ამოვარდნილი წყლის ნაკადის კვალმა ორპირის გვირაბის გავლით წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმის დღევანდელ შესასვლელთან მიიყვანა. სამოცდაათი-ოთხმოცი მეტრის შემდეგ მღვიმე დახშული აღმოჩნდა. წინამორბედი მკვლევარების მსგავსად ჯგუფიც უკან დაბრუნდა, თუმცა მათი აზრით ოფიჭოს მღვიმიდან დროდადრო ამოვარდნილი წყლის მასას თავისი კვალი ხომ უნდა დაეტოვებინა არსენ ოქროჯანაშვილი მდ. ყუმის სიფონში (ზურაბ ტატაშიძის ფოტო. 159) ბორის გერგედავა, ჯუმბერ ჯიშკარიანი და არსენ ოქროჯანაშვილი სათაფლია- წყალტუბოს მასივის მღვიმეებში მუშაობის დროს (ზურაბ ტატაშიძის ფოტო, 1959) 1983 წლის შემოდგომაზე, გეოგრაფიის ინსტიტუტის მცირერიცხოვანი რაზმი თამაზ ქობულაშვილის, ვახტანგ კაპანაძის და ამირან ჯამრიშვილის შემადგენლობით მდ. ყუმის ვოკლუზის თავზე მოზრდილ ძაბრს წააწყდა, რომლის ფსკერზე გახსნილი ვიწრო საფორთხი ხვრელით მკვლევარები ორ დახრილფსკერიან მცირე ზომის დარბაზში, ხოლო შემდეგ, 40 მეტრის ვიწრო დერეფნის გავლით საკმაოდ ვრცელ და მოზრდილ დარბაზში გაიყვანა, რომლის ფსკერზე გამდინარე ნაკადი სიფონურ ტბას ერთვოდა. 1984 წლის 15 ივლისს გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიცია (ჯუმბერ ჯიშკარიანი - ხელმძღვანელი).	cache/gs-273.pdf	txt/gs-273.txt
