id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2739	Adamia, Zurab; Loria, Lasha; Nakhutsrishvili, Natia; Talakhadze, Nanuli	From the History of Georgian Technologies	2024	5	.pdf	application/pdf	907	71	86	და მისი ანალოგის დამზადებაზე. მოიძებნა ცნობები იმის შესახებაც, რომ რადიოს კონსტრუირების გარდა გ.ნახუცრიშვილი მუშაობდა ისეთ მნიშვნელოვან ტექნიკურ საკითხზე, როგორიცაა სარკინიგზო ვაგონების ავტომატური გადაბმა. სანამ ეს გამოგონება დაინერგებოდა, ბევრი უბედური შემთხვევა იყო სამწუხაროდ დაფიქსირებული, რადგან რკინიგზის მუშაკებს ხელით უხდებოდათ აღნიშნული პროცედურის ჩატარება. რაიმე დოკუმენტური მასალა (საარქივო ჩანაწერები, ნახაზები, მოდელები) გ.ნახუცრიშვილის მიერ ამ საკითხის კვლევაზე არ იძებნება. არსებობს მხოლოდ ნათესავ-მეგობრებთა მოგონებები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ მეცნიერ-გამომგონებელი გატაცებით მუშაობდა და მოდელის დემონსტრირებასაც ახდენდა. ასევე აღნიშნულია, რომ პრიორიტეტი სხვებს ერგოთ.(2) ცხადია, ჩვენ არა გვაქვს იმის პრეტენზია, რომ გამოკვეთოთ გ.ნახუცრიშვილის პრიორიტეტი ზემოთგანხილულ გამოგონებებთან მიმართებაში. მხოლოდ ვაფიქსირებთ და აღვნიშნავთ მის ღვაწლს ქართული (და, შეიძლება ითქვას, მსოფლიო) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ისტორიაში. სტრიქონსქვედა შენიშვნები: (1)ბოდომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ს.მორზეს საყოველთაოდ ცნობილი გამოგონება. მისი პირველი ტელეგრაფი იყო მრავალჯერადი მოქმედების აპარატი და შეეძლო ერთი სადენით ორი ან მეტი ცნობის ცალმხრივი გადაცემა. ამასთან ერთად ბოდომ შექმნა უაღრესად მოსახერხებელი კოდი (შემდგომში - საერთაშორისო სატელეგრაფო კოდი N1 – ITA1). პოპოვმა მიიღო პატენტები რუსეთსა და მსოფლიოს ყველა წამყვან ინდუსტრიულ ქვეყანაში (ინგლისი, საფრანგეთი, აშშ, შვეიცარია, ესპანეთი, ბელგია და სხვ.) 1899 წელს. მათ გარდა რადიოაპარატის შექმნაზე კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაშიც მუშაობდნენ: აშშ-ში რადიოს გამომგონებლად ითვლებიან დ.ჰიუზი და თ.ედისონი, გერმანიაში - ჰ.ჰერცი, საფრანგეთში - ე.ბრანლი, ბალკანეთის რიგ ქვეყნებში - ნ.ტესლა, ბრაზილიაში - ლ. დე მურუ, დიდ ბრიტანეთში - ო.ლოჯი, ინდოეთში - ჯ.შ.ბოშე, რუსეთში - ა.პოპოვის გარდა ი.ნარკევიჩ- იოდკო, ევროპის რიგ ქვეყნებში (იტალიასთან ერთად) - გ.მარკონი. რეალურად კი ესაა ნაყოფი მათი და ბევრი სხვა მეცნიერ-გამომგონებლის შრომისა და კითხვა, თუ ვინ გამოიგონა პირველად რადიოაპარატი, არაკორექტული უნდა იყოს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 302 ყოველივე ზემოთთქმულის გარდა მოიძებნა ცნობები, რომ რადიოაპარატის შექმნაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ქართველ მეცნიერსაც - გრიგოლ ნახუცრიშვილს (1876-1905)	cache/gs-2739.pdf	txt/gs-2739.txt
