id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-281	Lanchava, Omar; Nozadze, Giorgi 	The nature of the piston effect in metro tunnels according to numerical analysis: The work was carried out with the grant funding of Shota Rustaveli National Science Foundation. Grant number: 216968	2021	9	.pdf	application/pdf	1820	91	69	ნაშრომში რიცხვითი ანალიზით შეფასებულია მეტროს გვირაბებში დგუშის ეფექტით აღძრული ნაკადები მატარებლის სიჩქარის, გვირაბისა და მატარებლის გეომეტრიის, აღძრული ნაკადების სახეობებისა და სხვა ცვალებადი მახასიათებლების მიხედვით. ნაჩვენებია, რომ მეტროს გვირაბებში მატარებლების მოძრაობით განპირობებული დგუშის ეფექტისათვის დამახასიათებელია ორი ფაზის არსებობა. პირველ ფაზაში დგუშის ეფექტი ხასიათდება არასტაციონარულობით, ხოლო მეორე ფაზაში პროცესი სტაბილიზდება. ცირკულაციური ნაკადების სიჩქარეთა კორექტულად დადგენისათვის აუცილებელია აღნიშნული ფაზების გავლენის მხედველობაში მიღება. დგუშის ეფექტით აღძრული ცირკულაციური ნაკადის სიჩქარე, არსებით ცვალებადობას განიცდის პროცესის არასტაციონარულობის ხარისხის გათვალისწინებით მეტროს გვირაბების საშუალო სტატისტიკური სიგრძის (1200 მ) და მატარებლის ნომინალური სიჩქარის 30 -50 კმ/სთ შემთხვევაში. საკვანძო სიტყვები: მიმწყდომი ნაკადი; ცირკულაციური ნაკადი; ღრეჩოში გადადინებული ნაკადი; მატარებლის სიჩქარე. მეტროს გვირაბებში ჰაერის განაწილების, უსაფრთხოებისა და მგზავრთა კომფორტის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მატარებლების მოძრაობის დგუშის ეფექტი, რომელიც მრავალმხრივ შესწავლას საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ დგუშის ეფექტით შესაძლებელია ჰაერის უკონტროლო ნაკადების მოხვედრა მიწისქვეშა სივრცეში და ეს განსაკუთრებით შეეხება მცირე სიღრმეზე განლაგებულ სადგურებსა და გადასარბენებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგუშის ეფექტის შესწავლა აქტუალური, თანამედროვე პრობლემაა, რომელიც მეცნიერთა და ინჟინერთა დიდ ყურადღებას იქცევს უკანასკნელ პერიოდში. 2 აღნიშნული საკითხის შესწავლისადმი მიძღვნილი თეორიულ და ექსპერიმენტულ ნაშრომებში [1-4], გამოყენებულია მიდგომა, როცა დენადი გარემო გადაადგილდება უძრავი მატარებლის მიმართ. ანალოგიური მიდგომაა განხორციელებული ბოლო პერიოდის ნაშრომებშიც, ხოლო კვლევებისათვის გამოიყენება რიცხვითი ანალიზის სხვადასხვა (CFD, FDS) მეთოდები 𝐾 კოეფიციენტის მხედველობაში მიღებით და მის გარეშე. 8 წარმოდგენილი კვლევების ძირითადი შედეგია დგუშის ეფექტით აღძრული ჰაერის ნაკადების დახასიათება პროცესის არასტაციონარულობის ხარისხის გათვალისწინებით, რაც გამოწვეულია პროცესების განვითარების არასტაციონარული და სტაციონარული ფაზების არსებობით. ნაჩვენებია, რომ დგუშის ეფექტით აღძრული ნაკადების გაანგარიშების დროს მეტროს გვირაბების საშუალო სტატისტიკური სიგრძისათვის (1200 მ) და მეტროს შემადგენლობის 30 – 50 კმ/სთ ნომინალური სიჩქარის დროს ადგილი აქვს დგუშის ეფექტით აღძრული სავენტილაციო ნაკადის არასტაციონარული ფაზის მნიშვნელოვან გავლენას გადაადგილებული ჰაერის მოცულობების (ხარჯების) დადგენისათვის. პროცესის არასტაციონარულობის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ჰაერის ხარჯის განსაზღვრაში, მოსალოდნელია 25-45%-მდე ცდომილების დაშვება. ლიტერატურა 1.	cache/gs-281.pdf	txt/gs-281.txt
