id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2818	Tsereteli, Asmat	The influence of the media on the artistic and literary process in Georgia and America	2024	10	.pdf	application/pdf	3240	104	81	ჟურნალი 1914-1920 და 1923-1926 წლებში გამოდიოდა და რედაქტორ-გამომცემელი იოსებ იმედაშვილი იყო. შემდეგ ჟურნალმა არსებობა 1950 წელს განაახლა და 1990 წლამდე ,,თეატრალური მოამბის“ სახელწოდებით გამოდიოდა. 1990-2017 წლებში ჟურნალს კვლავ ,,თეატრი და ცხოვრება“ ეწოდა, 2018 წლიდან დღემდე კი გამოდის სახელწოდებით ,,თეატრი“, რომელიც საქართველოს თეატრალური საზოგადოების ჟურნალია და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოდის. ჟურნალ ,,თეატრში“ დაბეჭდილი სტატიები 2018 წლიდან შეეხება ქართული კინოსა და თეატრის სფეროში მოღვაწე რეჟისორებისა და მსახიობების ოსტატობას, ქართული Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 297 თეატრების ისტორიას და მიმდინარე პროცესებს, რეცენზიებს სპექტაკლებზე, საინტერესო ესეისტიკას, ცნობილ თეატრალურ მოღვაწეთა, მწერლების და ფილოსოფოსების თარგმანებს, ქართველ სცენოგრაფთა ოსტატობას, პიესების თარგმანებს, უცხოურ კულტურას და სხვა. ჟურნალი ,,თეატრი“ დარგობრივი ჟურნალია და კულტურის სფეროს ერთგვარი ,,მებაირახტრის“ როლშია. აღსანიშნავია, რომ ის არ არის მასებზე გათვლილი, უფრო ნაწილია პუბლიკისა, რომელსაც მკვეთრად ჩამოყალიბებული ინტერესები გააჩნია. ჟურნალს აქვს ამბიცია, იყოს გამორჩეული თავისი ფორმით და შინააარსით. მედიის გავლენები სახელოვნებო და ლიტერატურულ საკითხებზე, ავტომატურად გულისხმობს მედიის გავლენას საზოგადოებაში მიმდინარე აქტიურ პროცესებზე, რადგან ხელოვნებისა და მედიის ,,მოვალეობაც“ ამ პროცესების ,,გახმიანებაა“. მედიის ძირითად საშუალებათა-რადიოსა და კინოს პოპულარობის ბუმი დაიწყო. 1920 წლისათვის ამერიკაში რადიო უპრეცენდენტო შესაძლებლობას იძლეოდა, უამრავი მსმენელისთვის გადაეცა ინფორმაცია ერთსა და იმავე დროს. მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში იაფი კინოსეანსები	cache/gs-2818.pdf	txt/gs-2818.txt
