id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-283	O. A. Lanchava; G. Nozadze; N. Arudashvili; Z. Khokerashvili	TO DETERMINATION OF VENTILATION AIR OF THE METRO OF TBILISI BY THERMAL FACTOR	2021	8	.pdf	application/pdf	1518	39	76	28,4 ბოტ. ბაღი 30,3 ვარკეთილი 28,4 ფონიჭალა 28,3 გლდანი 30,0 ლილო 30,0 ღრმაღელე 29,8 დ/დიღომი 28,7 მთაწმინდა 35,3 - - გვირაბის ირგვლივ განლაგებული სამთო მასივის ბუნებრივი ტემპერატურა შესაძლებელია განისაზღვროს ფორმულით ztt  01 , (3) სადაც 1t არის გაუცივებელი ქანების ტემპერატურა გვირაბის გარშემომცველ სამთო მასივში გვირაბის ზედაპირის მიხედვით, ℃; 0t - სამთო მასივის ნეიტრალური შრის ტემპერატურა, ℃;  - მოცემული რაიონის გეოთერმული გრადიენტი (ქანების ტემპერატურის ნამატი 1 მ-ის ჩაღრმავებით ნეიტრალური შრის ქვემოთ), ℃; Z - გვირაბის განლაგების სიღრმე ნეიტრალური შრის ქვემოთ. გვირაბის განლაგების სიღრმე ნეიტრალური შრის ქვემოთ Z გამოითვლება შემდეგნაირად: ვთქვათ ცნობილია, რომ გვირაბი გადის დიდუბის მონაკვეთზე, გვირაბის საგები გვერდი დაშორებულია დედამიწის ზედაპირიდან 65 მ-ით. ცხრილი 6 N2-ის მიხედვით, ნეიტრალური შრის ჩაწოლის სიღრმე შეადგენს 28 მ, ხოლო Z = 65 - 28 = 37 მ. (3) ფორმულაში შემავალი დაყვანილი გეოთერმული გრადიენტის რიცხვითი სიდიდეები იცვლება როგორც გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, როგორც აღნიშნა, თბოგადაცემის პროცესები მიწისქვეშა ნაგებობებში ყოველთვის არასტაციონარულია, რომლისგანაც უნდა გავმიჯნოთ სამთო მასივის გეოტემპერატურული ველის მდგომარეობა, რომელსაც შესაძლებელია ექნეს როგორც სტაციონარული, ისე არასტაციონარული ხასიათი. გეოტემპერატურული ველი სტაციონარულია შედარებით დიდ სიღრმეზე, “ნეიტრალური შრის” ქვემოთ განლაგებული სადგურებისა და გადასარბენების შემთხვევაში, როცა გარშემომცველი სამთო მასივის ტემპერატურა აღარ არის დამოკიდებული მზის რადიაციაზე და განპირობებულია წიაღში მიმდინარე პროცესებით (ნახ. 1), რომლებიც სეზონური ცვალებადობით არ ხასიათდებიან. 4 ასეთ შემთხვევაში სამთო მასივის ბუნებრივი ტემპერატურის განსაზღვრა პირველი მიახლოებით შესაძლებელია გეოთერმული გრადიენტისა და ნეიტრალური შრის მახასიათებელი სიდიდეების მეშვეობით. ნეიტრალური შრე არის ის წარმოსახვითი შრე სამთო მასივში, რომლის ფარგლებშიც ტემპერატურა წლის განმავლობაში არ იცვლება. ნეიტრალური შრის ზემოთ განლაგებულ გრუნტში ტემპერატურა იცვლება მზის რადიაციაზე დამოკიდებულებით და განიცდის როგორც სეზონურ, ასევე დღე-ღამურ ცვალებადობას. ნეიტრალური შრის ქვემოთ განლაგებულ სამთო მასივში ტემპერატურა სიღრმის ზრდით განუხრელად მატულობს, რასაც დედამიწის სიღრმეში მიმდინარე გეოლოგიური პროცესები განაპირობებს. ნეიტრალური შრე ხასიათდება მისი ტემპერატურით და ზედაპირიდან განლაგების სიღრმით. ნახ. 1. სამთო მასივის ბუნებრივი ტემპერატურის განსაზღვრის ილუსტრაცია სტაციონარული გეოტემპერატურული ველის პირობებში: z - ნეიტრალური შრის დაშორება დედამიწის ზედაპირიდან (იგი იმეორებს დედამიწის რელიეფის ფორმას), მ; 0t - ნეიტრალური შრის ტემპერატურა, ℃; 1t - გაუცივებელი ქანების ტემპერატურა გვირაბის გარშემომცველ სამთო მასივში, ℃; 0.00, 5.00 – გვირაბის საგები გვერდისა და ჭერის პირობითი ნიშნული, მ ნეიტრალური შრის ტემპერატურა თბილისის რაიონების მიხედვით გაანგარიშდა და მოცემულია ცხრილში N1, ხოლო ზედაპირიდან განლაგების სიღრმე – ცხრილში N2.	cache/gs-283.pdf	txt/gs-283.txt
