id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2833	Lomsadze-Kuchava, Maia; Giorgishvili, Nino; Giorgadze, Khatuna; Jojua, Giga; Korkotadze, George	Prospect of geothermal energy in Tbilisi	2024	10	.pdf	application/pdf	2314	36	51	ამ შემთხვევაში ჩნდება ტემპერატურული პოტენციალის გაზრდის საჭიროება. ეს ხორციელდება ჯერ ერთი, თერმული წყლის გათბობის სისტემის ხელსაწყოებში უშუალოდ მიწოდებით და მეორე, გამათბობელი თერმული წყლის დამატებითი პიკური შეცხელებით გარემოს ტემპერატურის მკვეთრი დაცემის შემთხვევებში. პიკურ შემაცხელებლად შეიძლება გამოყენებული იქნას საწვავზე მომუშავე საქვაბე, ელექტროგამაცხელებელი, თბური ტუმბო და სხვა. სქემა წარმოდგენილია 2 ნახაზზე. ჭაბურღილიდან გამოსული ცხელი თერმული წყალი იყოფა ორ ნაკადად. პირველი ნაკადი მიემართება პიკური გამაცხელებლის გავლით ან მისი გვერდის ავლით უშუალოდ გათბობის სისტემის ხელსაწყოებისკენ, ხოლო მეორე ნაკადი - ავზ-აკუმულატორის გავლით უშუალოდ ცხელი წყლის მომხმარებლისკენ. როცა ცხელი წყლის მოხმარება შეჩერებულია, მაშინ შესაძლებელია ავზ-აკუმულატორში ცხელი თერმული წყლის დაგროვება და შემდგომში გამოყენება. გათბობის სისტემიდან გამომავალი ნამუშევარი გაციებული თერმული წყალი იღვრება კანალიზაციაში ან სპეციალურ ჭაბურღილში. ნახ.2. ეს წყალი ვაჟა-ფშაველას პროსპექტის ერთ-ერთ მიკრორაიონს უზრუნველყოფდა თბომომარაგებით. ეს იყო ერთმილოვანი სისტემა ბუნებრივი თერმული წყლის ერთჯერადი პირდაპირი გამოყენებით. ზედაპირზე ამოტანილი თერმული წყალი ჭაბურღილიდან მიემართებოდა მილსადენში, ხოლო შემდეგ 5 ათასი მ3 მოცულობის გამანაწილებელ ავზში დეგაზატორის გავლით, სადაც ხდებოდა გოგირდწყალბადის მოცილება.	cache/gs-2833.pdf	txt/gs-2833.txt
