id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-286	O. A. Lanchava; N. Bochorishvili; G. Nozadze; M. Jangidze; N. Arudashvili; Svetlana, Demetrashvili	MANAGEMENT OF EMERGENCIES CAUSED BY INFLUENCE OF THE FIRE FOR THE COMBINED VENTILATION SYSTEM IN TWO-WAY TRAFFIC TUNNELS 	2021	11	.pdf	application/pdf	2223	65	79	რიკოთის გვირაბის პირობებში ადგილი აქვს პირველ ფაზას. აქ აკუმულაცია განპირობებულია ერთგვირაბიანი სავენტილაციო სისტემის არსებობით და საშიში ტვირთების გადაზიდვაზე განრიგის დაუწესებლობით. დანარჩენი 4 ფაზა რიკოთის გვირაბის პირობებისათვის თავისებურებით არ უნდა გამოირჩეოდეს ობიექტურად და შესაძლებელია ამ შემთხვევაში ვისარგებლოთ მსოფლიოს გვირაბებში მომხდარი საგანგებო სიტუაციების ანალიზით და მათთან მსგავსებით. შესაბამისად, ხანძრის გავლენით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მომხდარი ხანძრის შემთხვევაში დამდგარი მავნე შედეგების მინიმიზაციისათვის საჭიროა ამ პერიოდის შემდეგ გრძივად, ან მასთან მიახლოებულად გარდაიქმნება ხანძრის გავლენით. ნაშრომში [5] აღნიშნულია, რომ 4 მ2 ფართობის ხელოვნურად წარმოქმნილი ხანძრის შემთხვევაში, გრძივი სისტემის პირობებში, სასუნთქად ვარგისი ჰაერი შენარჩუნებულია პირველი 3,5_4,0 წთ-ის განმავლობაში. აღნიშნულისა და ჩვენი შედეგების საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, 4 კმ-მდე სიგრძის გვირაბისათვის გრძივი სისტემის გამოყენება სახანძრო უსაფრთხოებას ვერ ამცირებს განივ და კომბინირებულ სქემასთან შედარებით. უახლოესი პორტალისაკენ მოძრავ ავტომობილს ასეთი სიგრძის გვირაბში დასაფარი ექნება მაქსიმუმ 2 კმ მანძილი, რომლის დაფარვაც რეალურია საევაკუაციო დროის განმავლობაში, თუ ერთმანეთს შევადარებთ მითითებულ დროისა და 2 კმ მანძილის დასაფარი დროის შუალედებს 60 კმ/სთ სიჩქარით ავტომობილის მოძრაობისას. ჰაერის ნაკადის რეცირკულაციასთან დაკავშირებითაც უნდა აღინიშნოს, რომ, თუ გავითვალისწინებთ ჰაერისა და სატრანსპორტო საშუალებათა სიჩქარეებს შორის თანაფარდობას, აგრეთვე მოძრავი გაჭუჭყიანებული ჰაერის ინერციის გადალახვის საჭიროებას რეცირკულაციის შემთხვევაში, მაშინ უფრო რეალურია ხანძრის კერიდან ტრანსპორტით გასწრება ზომიერი სიგრძის გვირაბებში, ვიდრე რეცირკულაციის შედეგის მოლოდინი. ავტოსაგზაო გვირაბების მშენებლობისას კაპიტალური დანახარჯების შემცირების მიზნით აგებენ ორმხრივი მოძრაობის ერთ გვირაბს, ხოლო გვირაბის თაღში, ან სავალი ნაწილის ქვემოთ აწყობენ სავენტილაციო არხს. ასეთი წესით არის აგებული რიკოთის გვირაბი. არხის კვეთი შეირჩევა ჰაერის ხარჯის მიხედვით, რომელზედაც დიდადაა დამოკიდებული საექსპლუატაციო დანახარჯები, რადგან სავენტილაციო ქსელის დეპრესია იზრდება ჰაერის ხარჯის კვადრატის, ხოლო ელექტრული ქსელიდან წაღებული სიმძლავრე _ ჰაერის ხარჯის კუბის პროპორციულად. გვირაბის ვენტილაცია შესაძლებელია განხორციელდეს გრძივი, განივი და ერთ- ერთი კომბინირებული სქემით (იხ. ნახ. 1).	cache/gs-286.pdf	txt/gs-286.txt
