id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-289	O. Lanchava; N. Shuradze	SEASONAL CHANGE OF SIZE AND DIRECTION OF NATURAL DRAFT IN RIKOTI ROAD TUNNEL: СЕЗОННОЕ ИЗМЕНЕНИЕ ВЕЛИЧИНЫ И НАПРАВЛЕНИЯ ЕСТЕСТВЕННОЙ ТЯГИ В РИКОТСКОМ АВТОМОБИЛЬНОМ ТОННЕЛЕ	2021	5	.pdf	application/pdf	1022	27	75	საქმე ისაა რომ დასავლეთიდან მიმართული ბუნებრივი წევა ეხმარება იმავე ფრთაზე მომუშავე ვენტილატორს რომელიც ნამუშევარ ჰაერს გაიწოვს სავენტილაციო არხიდან, დასავლეთის პორტალის პირთან ქმნის დამატებით შეწოვის ეფექტს და ეწინააღმდეგება მეორე ფრთაზე მომუშავე ვენტილატორს. ნულოვანი ბუნებრივი წევის შემთხვევაში ორივე ვენტილატორის მწარმოებლურობა დაახლოებით 100 მ3/წმ (მისი ნომინალური სიდიდე) იქნებოდა. დაკვირვების შედეგები ცხადყოფს, რომ ვენტილატორის ამოქმედებით, რომელმაც დასავლეთის პორტალის სავალ ნაწილში დამატებითი დეპრესია შექმნა, ჰაერის ხარჯი დასავლეთის ფრთაზე ეკვივალენტურად არ გაიზარდა. ამის მიზეზად მიგვაჩნია წარმოდგენილი გრძივ-განივი სქემის ნაკლი. აღნიშნული ძალაში რჩება აგრეთვე აღმოსავლეთის ფრთის ვენტილატორისათვის იმ შემთხვევაში, როცა ბუნებრივი წევა მიმართულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ჰაერის ხარჯის გაზრდის თვალსაზრისით, პირველ შემთხვევაში უფრო მეტ ეფექტს მოგვცემდა აღმოსავლეთის ფრთაზე არსებული ვენტილატორის ჩართვა, რომელიც თავის ჟ. ჟ. „მეცნიერება და ტექნოლოგიები, #1-3, 2006 წ 1 უაკ 622.4:624.19 აეროლოგია ბუნებრივი წევის სიდიდისა და მიმართულების სეზონური ცვალებადობა რიკოთის საავტომობილო გვირაბში ო.ლანჩავა ნ. შურაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) საუღელტეხილო გვირაბებში ბუნებრივი წევა განპირობებულია პორტალების განლაგების ადგილის კლიმატურ ზონათა განსხვავებულობით, გარემომცველ ქანთა მასივთან თბომასაგაცვლის გამო გვირაბში ჰაერის ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის ცვალებადობით ატმოსფერულთან შედარებით და სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობით. ბუნებრივი წევის დეპრესია შეიძლება წარმოვადგინოთ ჯამის სახით hn=hp + ht,φ +htr (1) სადაც hn არის ბუნებრივი წევის დეპრესიის სრული სიდიდე, პა; hp, ht,φ, htr -შესაბამისად ატმოსფერული წნევის სხვაობით, ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის ცვალებადობით და სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილებით აღძრული მდგენლები, პა. არსებითი ისაა, რომ გვირაბის სავენტილაციო სისტემებზე ყოველთვის მოქმედებს ბუნებრივი წევა, რომელიც სეზონურად იცვლის სიდიდესა და მიმართულებას. შედარებით ნაკლები ამპლიტუდა ახასიათებს დღეღამურ ცვალებადობას, რომელიც, ისევე როგორც სეზონური ცვალებადობა, სინუსოიდურთან მიახლოებული კანონ-ზომიერებით ხასიათდება. აღნიშნული კანონზომიერების რაოდენობრივი მხარის დადგენა კონკრეტული გვირაბისათვის და სავენტილაციო სისტემის მისადაგება ბუნებრივი წევის ცვალებადობასთან, სისტემის ეკონომიკურობის, ეფექტიანობისა და მდგრადობის წინაპირობაა სავენტილაციო სისტემა იდეალურია, როცა ჰაერის ნაკადის მოძრაობის მიმართულება თან ხვდება ბუნებრივი წევის მიმართულებას, ჰაერის ჭავლი აღძრულია ბუნებრივად და ხელოვნურად ხდება მხოლოდ იმ რაოდენობის დამატება, რაც აუცილებელია გამოყოფილი ტოქსიკური ნაერთების უსაფრთხო კონცენტრაციამდე დასაყვანად. იდეალური სისტემა ტექნიკურად ძნელი განსახორციელებელია, მაგრამ თანამედროვე მმართველ-საკონტროლო აპარატურის გამოყენებით შესაძლებელია იდეალურთან მეტ-ნაკლები მიახლოება, ე.ი.	cache/gs-289.pdf	txt/gs-289.txt
