id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-294	Lebanidze, Zurab; Ksovreli, Iuza; Lanchava, Omar	Determination of oxidation specific heat in mines: Print version was published: GTU Collection of Scientific Works N 6(439) 2001	2021	4	.pdf	application/pdf	664	21	89	აღნიშნულის შედეგად შესაძლებელი გახდა შახტის სავენტილაციო ქსელის ნებისმიერ გვირაბში ჟანგბადის კონცენტრაციის მაღალი სიზუსტით განსაზღვრა. სავენტილაციო ნაკადში ჟანგბადის კონცენტრაციის ცვალებადობა განისაზღვრება ლაბორატორიულ პირობებში შახტებში აღებული ჰაერის სინჯების სტუ-ს შრომები, N 6(439) 2001 2 მიხედვით, მოდერნიზებული საანალიზო ხელსაწყოს მეშვეობით. სინჯების აღება ხდებოდა წლისა და დღეღამის სხვადასხვა დროს, სავენტილაციო ქსელის სხვადასხვა დანიშნულების გვირაბებში ჰაერმიმწოდებელი ჭაურებისა და შტოლნების გამოკლებით, რამდენადაც მათში ნახშირისა და მისი მტვრის ჟანგვა და შესაბამისად, ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირება არ ხდება. ამრიგად, სინჯების აღების პროგრამა ისეთნაირად უნდა შედგეს, რომ მიღებული შედეგებით შესაძლებელი იყოს ჟანგბადის კონცენტრაციის ცვალებადობის დადგენა დროსა და სივრცეში და ამ ცვალებადობის დაკავშირება ნახშირის მოპოვება-გამოტანის ტექნოლოგიური ციკლის სხვადასხვა შემთხვევებთან. ლაბორატორიულად დადგენილი ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირების შახტურ პირობებთან მისადაგება მოხდა ეგზოთერმული ეფექტის მიხედვით, მის დასადგენად გამოვიყენეთ მეთოდი	cache/gs-294.pdf	txt/gs-294.txt
