id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-2964	Fantskava, Ana; Kintraia, Nikoloz; Kantaria, Nino; Kepuladze, Shota; Burkadze, George	Atypical hyperplasia of the endocervix - problematic issues related to molecular characteristics of adenocarcinoma, risk of progression and metastasis	2024	12	.pdf	application/pdf	3430	126	71	CD44 და CD133 ცილები მიღებულ იქნა, როგორც სიმსივნის ღეროვანი უჯრედების ზოგადი მარკერები. ისინი წარმოადგენენ ტრანსმემბრანულ გლიკოპროტეინებს, რომლებიც ჩართულია ნორმალურ უჯრედულ ციკლში და ასევე სიმსივნური უჯრედების მიგრაციაში, აგრეგაციასა და სიმსივნის განვითარებაში. შესაბამისად, ეს გლიკოპროტეინები, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ზედაპირულ მარკერებად რამდენიმე ტიპის სიმსივნის ღეროვანი უჯრედების იზოლირებისთვის, მათ შორის, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის, პანკრეასის, კოლორექტული, კუჭისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში. მეორეს მხრივ, CD49 წარმოადგენს ჭარბად ექსპრესირებულ ცილას საშვილოსნოს ყელის კიბოს ღეროვან უჯრედებზე და გამოიყენება მათი იდენტიფიცირებისა და გამოყოფისთვის. ALDH1 (ალდეჰიდ დეჰიდროგენაზა) არის ციტოზოლური იზოფერმენტი, რომელიც, ჩვეულებრივ, მონაწილეობს რეტინოლის დაჟანგვაში რეტინოინის მჟავას წარმოქმნით. კვლევების მიხედვით, ცნობილია, რომ სიმსივნის ღეროვანი უჯრედები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სიმსივნის ზომაზე, პროგრესიის სიჩქარესა და მკურნალობის შემდგომ რეგრესიის ხარისხზე. არსებობს მოსაზრება, რომ სიმსივნის პროლიფერაციული აქტივობა, აპოპტოზური სტატუსი, და სიმსივნის ღეროვანი უჯრედები დაკავშირებულია დაავადების ცუდ პროგნოზთან. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში, სიმსივნის ღეროვანი უჯრედები განსაზღვრავენ რეზისტენტობას ჩვეულებრივ გამოყენებულ მედიკამენტებზე, როგორიცაა ცისპლატინი. აღმოჩენილია რამდენიმე სპეციფიკური მარკერი სიმსივნის ღეროვანი უჯრედებისთვის. მათ შორისაა: CD44, CD90, CD133, CD271 და ALDH1.	cache/gs-2964.pdf	txt/gs-2964.txt
