id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-306	Lanchava, Omar; Tsikarishvili, Kukuri	NECESSITY OF PRESERVATION OF THE NATURAL CLIMATE OF TSKHALTUBO (KUMISTAVI) CAVE DURING ITS OPERATION: Print version was published: Collection of Works: New Series № 5 (84). - 2013	2021	6	.pdf	application/pdf	1385	41	76	რომ მიწის ქვეშ ჰაერის წნევა 99,575-100,108 კპა ფარგლებში, ხოლო ზედაპირზე, შესაბამის პერიოდში - 98,375-99,750 კპა ფარგლებში მერყეობს. მღვიმეში და ზედაპირზე ჰაერის წნევის საშუალო დღე-ღამური სიდიდე სინქრონულად იცვლება წნევის მინიმუმი 17— 19 სთის შუალედში, ხოლო მაქსიმუმი შუადღით აღინიშნება წნევის ცვალებადობის დღეღამური ამპლიტუდა მღვიმეში და ზედაპირზე, უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან (100-160 პა და 170-200 პა შესაბამისად), ხოლო დეკადური - თითქმის თანხვედრილია (500-700 პა). [AUTHOR NAME] 1 შრომათა კრებული., ახალი სერია № 5 (84) „გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემები. - მიძღვნილი ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავისადმი., თბილისი. 2013 წყალტუბოს (ყუმისთავის) მღვიმის ბუნებრივი კლიმატის შენარჩუნების აუცილებლობა მისი ექსპლუატაციის პირობებში ო. ლანჩავა,* კ. წიქარიშვილი** *გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტი **ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი როგორც საზღვარგარეთის რიგი ქვეყნების (აშშ, საფრანგეთი, ბელგია, სლოვენია, ესპანეთი და სხვ.) გამოცდილება გვიჩვენებს, კეთილმოწყობილი მღვიმეების კლიმატური რეჟიმი წლიდან წლამდე მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის: ირღვევა წლობით დამყარებული ბუნებრივი განიავების პროცესი, იზრდება ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა, მცირდება ფარდობითი ტენიანობა, უარესდება ჰაერის აირული შედგენილობა. ამის დასტურია ჩვენს მიერ (ტატაშიძე, ....1992) წლების განმავლობაში ზოგიერთ კეთილმოწყობილ მღვიმეში წარმოებული სპელეოკლიმატური, გეოდინამიკური, ატმოსფეროს ელექტრობის ზოგიერთი ელემენტის, აეროზოლებისა და ჰაერის აირული შედგენილობის კვლევის შედეგები.	cache/gs-306.pdf	txt/gs-306.txt
