id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-310	Oniani, Shurman; Lanchava, Omar	FORMATION AND CONTROL OF TEMPERATURE CONDITIONS OF THE ENGURI UNDERGROUND HYDRO POWER UNIT: Print version was published: Mining Journal 2. 1998	2021	3	.pdf	application/pdf	813	30	90	სინამდვილეში საკონდიციონერო დანადგარში მიწოდებული ჰაერის სეზონური ტემპერატურა დიდად განსხვავდება დაპროექტებისათვის მიღებული საწყისი სიდიდეებისაგან. საქმე ის არის, რომ შტოლნში გამავალი ჰაერის ნაკადსა და სამთო მასივს შორის აღძრულისითბოსა და მასის ინტენსიური მიმოცვლის გამო შტოლნის ირგვლივ წარმოიქმნება განსაზღვრული სისქის ე.ი. სითბოს მათანაბრებელი გარსი, რომლის შიგნით ქანების ტემპერატურა სეზონურად იცვლება. გარსით შემოფარგლული სამთო მასივი ზამთარში ცივდება, ზაფხულში კი თბება. ზამთრის პერიოდში ჰაერის მიერ გაცემული და ქანების მიერ დაგროვილი სიცივე ზაფხულში უბრუნდება სავენტილაციო ნაკადს, ხოლო თბილ პერიოდში სამთო მასივის მიერ აკუმულირებული სითბო სავენტილაციო ჭავლს გადაეცემა ზამთარში. ამგვარად, შტოლნში ხდება ჰაერის ტემპერატურის სეზონური რხევის მნიშვნელოვანი ჩაქრობა, ამის გამო კონდიციონერში შემავალი ჰაერის ტემპერატურა, როგორც სათანადო გაანგარიშებებმა და დაკვირვებებმა ცხადყო, ზაფხულში არის +21°C, ხოლო ზამთარში - +10°C [3]. ძალოვანი კვანძის კამერაში დასაშვები კლიმატური პირობების შესაქმნელად აუცილებელია მასში შემავალი ჰაერის ტემპერატურის მუდმივად 160 °	cache/gs-310.pdf	txt/gs-310.txt
