id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-311	Lanchava, Omar; Gvencadze, Irakli	THE VENTILATION OF BLIND WORKINGS OF WATER—SUPPLY TUNNEL OF HYDRO POWER IN CASE OF GENERATION OF A CARBON DIOXIDE IN THE MASSIF: Print version was published: Mining Journal 2(29), 2012. 70-74	2021	7	.pdf	application/pdf	1669	40	73	არ უბრუნდებოდა ატმოსფეროს, არამედ შტოლნის გავლით. AZN — 500/350 - 6 გამწოვი ვენტილატორის მაგივრად გამოყენებული იქნა მოძველებული მომდენი ვენტილატორი „პროხოდკა, რომელიც განლაგებული იყო სუფლარული წყაროების გამოყოფის ადგილზე. AZN -710/350 - 6 ვენტილატორის მაგივრად. გამოყენებული იქნა აგრეთვე მოძველებული CBM-6M, რომელიც ვერ ავითარებდა საკმარის მწარმოებლურობას. აღნიშნული სქემის სრულად დაკომპლექტება ხდებოდა ერთი კვირის განმავლობაში, განხორციელების პარალელურად იზომებოდა ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაცია, რომლის შედეგები მოცემულია ნახაზზე 3. ამასთან ერთად, იზომებოდა ჰაერის ტემპერატურა „მშრალი და „სველი თერმომეტრების ჩვენებების მიხედვით, ბარომეტრული წნევა, ჰაერის სიჩქარე, განისაზღვრებოდა ჰაერის ფარდობითი ტენიანობა და ხარჯი. როგორც ნახაზიდან ჩანს, დროებითმა სავენტილაციო სქემამ უზრუნველყო ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაციის დაყვანა უსაფრთხო დონემდე. შესაბამისად, უფრო უკეთესი ხარისხის ვენტილატორების გამოყენების შემთხვევაში უფრო ეფექტური შედეგის მიღება არის მოსალოდნელი. შესრულებული სამუშაოს ფარგლებში შერჩეულ იქნა აგრეთვე ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაციის დეტექტორები და ექსპრეს-საზომი ხელსაწყოები. კერძოდ, შერჩეულია შვეიცარული КSIМ 1090 ტიპის დეტექტორები, რომლებიც ხმოვან და სინათლის სიგნალს გამოსცემენ მაშინ, როცა კონცენტრაცია გადააჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ზღვარს. ჩვენი რეკომენდაციით სენსორების ინსტალაცია უნდა მოხდეს 0,5; 1,0 და 3,0% კონცენტრაციებზე, სამი ცალი ერთმანეთისაგან განსხვავებული დეტექტორისგან შედგენილი კვანძი უნდა განლაგდეს 50 მ მანძილზე გვირაბის გაყვანის პროცესში. იმისდა მიხედვით, თუ რომელი ან რამდენი დეტექტორი გამოსცემს სიგნალს, პერსონალს საშუალება ექნება განსაზღვროს გაზის კონცენტრაცია არის 0,5%- მდე, 0,5-1‚0 %-ის, 1,0-3,0 %-ის ფარგლებში, თუ 3%-ზე მეტი და იმოქმედოს შესაბამისად. ექსპრეს-საზომად შერჩეულია გერმანული წარმოების ხელსაწყო Drager - X — аm500, რომელიც უნდა აღიჭურვოს ნახშირბადის დიოქსიდის შემცველობაზე რეაგირებადი სენსორით. ხელსაწყო ჩვენებებს იძლევა ციფრული სიგნალების სახით. დასკვნები : ზეკატეგორიის გამო მოცემული გვირაბი უნდა აღიჭურვოს ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაციის დეტექტორებით, ხოლო მომუშავე პერსონალი - ჩვეულებრივი და ექსპრეს-საზომი ხელსაწყოებით. ლიტერატურა 1.	cache/gs-311.pdf	txt/gs-311.txt
