id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3349	Mazanashvili, Marekh; Berikashvili, Teimuraz; Kilasonia, Tolia	Monitoring body weight changes during a fall with a system created with a potentiometric sensor	2024	8	.pdf	application/pdf	1297	39	67	 მრეწველობა და ავტომატიზაცია;  მეცნიერება და კვლევა;  ელექტრონიკა და ჭკვიანი მოწყობილობები;  ჯანდაცვა;  ტრანსპორტი და ავტონომიური ტექნოლოგიები;  გარემოს დაცვა და უსაფრთხოება; ჩემი კვლევის მიზანს წარმოადგენს ახალი სენსორის SMART დინამომეტრი შეიქმნა, სხეულის ვარდნის პროცესში სხეულის წონის ცვლილებაზე დასაკვირვებლად. სხეულის ვარდნის კვლევა არის ფიზიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი, რომელსაც მრავალი პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობა აქვს. ეს კვლევები მნიშვნელოვანია როგორც ბუნების კანონების შესწავლისთვის, ისე ტექნოლოგიური და ინჟინერული პრობლემების გადასაწყვეტად. SMART დინამომეტრის დახმარებით შესაძლებელია:  ვარდნის პროცესში ძალების, აჩქარებისა და მასის ურთიერთქმედების შესწავლა,  გრავიტაციული აჩქარების ზუსტი გაზომვა სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილას.  ვარდნის დროს ჰაერის წინააღმდეგობის ზემოქმედების ანალიზი.  პარაშუტებისა და საფრენ აპარატების დიზაინის გაუმჯობესება.  დედამიწისგან მოშორებით სხეულის მოძრაობის პროგნოზირების მოდელების შემუშავება.  სიმაღლიდან ვარდნილი მასალების ზემოქმედების შესწავლა შენობებზე ან კონსტრუქციებზე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 564  ადამიანის სხეულის მოძრაობის ანალიზი რეაბილიტაციის ან ეფექტური სპორტული ტექნიკისთვის.  სამრეწველო პროცესებში, ვარდნილი ობიექტების ზუსტი მოძრაობის კონტროლი. თუ დინამომეტრზე დავკიდებთ ტვირთს, ჩამოვაგდებთ გარკვეული სიმაღლიდან და დავაკვირდებით ამ პროცესს,ვარდნის პროცესში დინამომეტრის ზამბარა შეიკუმშება, მაგრამ რამდენად სწორად შეგვიძლია შევაფასოთ თვალით, რა მომენტში შეიკუმშა ზამბარა?	cache/gs-3349.pdf	txt/gs-3349.txt
