id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3375	Getsadze, Bakar; Sharvashidze, Avtandil	Development of an Innovative Method of Train Traffic Safety Control on Georgian Railways in Parallel with the Formation of a Safety Culture	2025	18	.pdf	application/pdf	4282	56	39	ნიშნებს და არსებულ უსაფრთხოების სტანდარტებს, რომელიც განვითარდა მაღალი რისკის ინდუსტრიებში. პირველ რიგში, მთავარი რისკები უნდა გაკონტროლდეს საწინააღმდეგო სიტუაციების პროაქტიული იდენტიფიცირების, ზომების შემსუბუქების და შესაძლებლობების განვითარების გზით მოულოდნელი სიტუაციების დროს უსაფრთხო მოქმედებისთვის. „მთავარი რისკების კონტროლი“ არის რკინიგზის პირველი რიგის, უსაფრთხოების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 69 საფუძველი. მეორეს მხრივ, მუშაობა საჭიროებს შეგნებას სამუშაოს შემსრულებლების მხრიდან. თანხვედრა, ან ხანდახან დაძაბულობები, შემუშავებულ სამუშაოსა და რეალურად შესრულებულ სამუშაოს შორის უნდა იყოს მუდმივად განხილული და ექვემდებარებოდეს მონიტორინგს და არა მხოლოდ პერიოდულ შემოწმებებს. კულტურული ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს იმ ფაქტორებზე, რომლებიც რეალურად ახდენს ზეგავლენას ადამიანურ ქმედებებზე. მოთხოვნებსა და პირობებში, ადამიანების მიერ სამუშაოთა შესრულებაში არსებული დარღვევების მიმართ ინდივიდუალური ან კოლექტიური დაძლევა იქნება თავისთავად განსხვავებული. საბოლოოდ, ინდივიდებისა და ორგანიზაციების შესრულების ოპტიმიზაციის მცდელობაში, უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იქნეს განხილული და ინტეგრირებული ბიზნესის ყველა დონეზე. აღნიშნული მოითხოვს ხედვასა და გადაწყვეტილების მიღებას. “მოახდინე უსაფრთხოების თანამიმდევრული ინტეგრაცია” არის მეოთხე და ბოლო რკინიგზის უსაფრთხოების საფუძველი. რკინიგზის უსაფრთხოების საფუძვლები ეყრდნობა საქმიანობაზე ორიენტირებული ერგონომიკის ძირითად პრინციპსა და დისციპლინას, რომელიც განასხვავებს ამოცანას საქმიანობიდან. ნახ. 2. ამოცანასა და აქტივობას შორის ურთიერთდამოკიდებულების სქემა პოზიტიური უსაფრთხოების კულტურა ხასიათდება კოლექტიური პასუხისმგებლობით რკინიგზის უსაფრთხოების მეოთხე საფუძვლის მიმართ, რომელიც უნდა შესრულდეს მოძრაობის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის და მათი შესაბამისი გაზომვისა და მონიტორინგის თანამედროვე სისტემის დამუშავებას. საკვანძო სიტყვები: რკინიგზა, მატარებელი, მოძრაობის უსაფრთხოება, უსაფრთხოების კულტურა, შემთხვევები, პროგნოზირება, პასუხისმგებლობა, კომპანია, სტრუქტურა, მენეჯმენტი, მონიტორინგი, ტექნიკური აუდიტი, ქვედანაყოფი, რისკები. 1. შესავალი სარკინიგზო ტრანსპორტზე მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში განსაკუთრებული როლი ენიჭება უსაფრთხოების აპარატის გამართულ მუშაობას, რომელმაც მეთოდურად სწორად უნდა განსაზღვროს ის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რკინიგზაზე მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლების მიმართულებით. რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, მას ამ მიმართულებით აქვს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება, უსაფრთხოების აპარატს სათავეში პირველად ჩაუდგა მოძრაობის უსაფრთხოების პირველი რევიზორი ბატონი გრიგოლ კიკნაძე, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო ტრანსპორტზე უსაფრთხოების მიმართულებით დარგის განვითარების საქმეში XX საუკუნის პირველ ნახევარში. მან გაიარა რკინიგზაზე მრავალი თანამდებობრივი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 65 საფეხური დაწყებული პირველი რევიზორობიდან დამთავრებული ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის თანამდებობით. სარკინიგზო ტრანსპორტზე გადაზიდვითი პროცესის სწრაფად და შეუფერხებლად განხორციელებისათვის, ტვირთის დაცულობისათვის და მგზავრის კომფორტულად გადაადგილებისათვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მოძრაობის უსაფრთხოებას და მისი კულტურის დონის ამაღლებას, რაც საქართველოს რკინიგზისთვის წარმოადგენს აუცილებელ ვალდებულებას და აქტუალურ საკითხს, ვინაიდან იგი ჩართულია საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში. 2. ძირითადი ნაწილი კვლევის ობიექტი და სტრატეგია საქართველოს რკინიგზაზე 2021 წლის პერიოდში პირველად დაიწყო მატარებელთა მოძრაობის ზომის (სატრანსპორტო სამუშაოების მაჩვენებელი მატარებელ-კილომეტრში) საფუძველზე უსაფრთხოების დონის ანალიზი. უსაფრთხოების კუთხით მატარებელთა მოძრაობის ზომა გადაზიდვების მოცულობის მოსალოდნელი ზრდის გათვალისწინებით, როგორც სტატისტიკა და კვლევები გვიჩვენებს, გადაზიდვების მოცულობის მატება 20–30 % – ით შეიძლება იყოს მოძრაობის უსაფრთხოების შეფარდებითი დარღვევების არაპროპორციული ზრდის მიზეზი 40–80 % – ით. გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ გზაზე გაიზარდა დარღვევების იდენტიფიცირება, (საყურადღებოა, რომ მოკვლევის ინსტრუქციაში გაკეთდა ჩანაწერი დაფარული შეტყობინებების შესახებ, რის შედეგადაც მკაცრად დაევალა ყველას დარღვევების დროული შეტყობინება) მონაცემთა მაქსიმალური მოკრება, მონაცემების საფუძველზე ხდება უსაფრთხოების ნორმების დადგენა, თუ არ იქნება სრული სურათი, შესაბამისად ვერ გატარდება მაკორექტირებელი ზომები. დღეისათვის გვაქვს მოცემულობა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების მართვის სისტემის სრულყოფა, რომელიც ამჟამად განპირობებულია მთელი რიგი მიზეზებით, რომელთაგან აღსანიშნავია შემდეგი გარემოებები − არსებული სისტემა ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს დარღვევათა შეფარდებითი რიცხვის კლების არსებით დინამიკას და მთავარ ფაქტორად კვლავ რჩება უსაფრთხოების მართვის არსებული პოლიტიკა. უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა და უსაფრთხოების კულტურა ერთმანეთისაგან იზოლირებულად კი არა, არამედ სისტემურად უნდა იქნას განხილული. თუ უსაფრთხოების მენეჯმენტი აღწერს უსაფრთხოების კონტროლისათვის აუცილებელ ინსტრუმენტებსა და ორგანიზაციის სისტემებს, უსაფრთხოების კულტურა კი – როგორ ფიქრობენ, შეიგრძნობენ და მოქმედებენ ადამიანები ორგანიზაციაში უსაფრთხოებასთან და მის მენეჯმენტთან მიმართებაში. კომპანიაში უსაფრთხოების თანამედროვე სისტემის შესაქმნელად აუცილებელია უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება, როცა ადამიანები მოტივირებულნი არიან უსაფრთხო ქმედებებისკენ, უსაფრთხოების მენეჯმენტის ფუნქციის მხარდაჭერისკენ (მაგალითად, ინციდენტების და არმომხდარი ავარიების „near-misses-ის“ შესახებ ინფორმირება) და მათ ყოველდღიურ შრომით საქმიანობაში უსაფრთხოების აუცილებლობის დემონსტრირებისაკენ. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 66 თანამედროვე მიდგომა რკინიგზაზე უსაფრთხოების მართვაში არის შემდეგი − „ჩვენ ვერ დავაყენებთ ყველა კართან უსაფრთხოების ინსპექტორს, ამიტომ ყველა ხელმძღვანელი უნდა გავხადოთ უსაფრთხოების დამცველი!“.	cache/gs-3375.pdf	txt/gs-3375.txt
