id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3378	Kartsidze, Nona; Ugrekhelidze, Irina; Sarava, Nino; Sulaberidze, Davit; Kuprashvili, Sulkhan	Medieval Georgian Glazed Ceramics: Dialogue through Ornamental Motifs	2025	19	.pdf	application/pdf	4284	150	76	0009- 0007-4655-4171; 4 ისტორიის დოქტორი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი, 995 598 959 566, datosulaberi@gmail.com , ORCID: 0009-0006-5680-5328; 5 ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 995 577 13 15 23, sulkhan.kuprashvili@atsu.edu.ge ORCID: 0000-0003-0294-4956 აბსტრაქტი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულია შუა საუკუნეების მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის ორნამენტირებული ფრაგმენტები, რომლებიც ძირითადად, ძველი ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევების შედეგად იქნა აღმოჩენილი. არტეფაქტების უმეტესი ნაწილი მცენარეული, ზოომორფული, აბსტრაქტული და სხვ. ორნამენტული მოტივებითაა შემკული. წინამდებარე ნაშრომში კვლევის მიზანს წარმოადგენს ქუთაისური კოლექციის კერამიკულ ჭურჭელზე გამოსახული ასტრალურ-კოსმოგონიური ხასიათის მატარებელი სიმბოლოს – ბორჯღალისა და მბრუნავი მოტივების განხილვა, ადრეული ეპოქიდან მისი გამოვლინების, მეზობელი რეგიონების კერამიკის ორნამენტიკასთან შედარების და სხვა ძეგლებზე (მონუმენტური და მინიატურული მხატვრობა, ქვის რელიეფები, ჭედური ხატები, ქსოვილები) ანალოგების ძიებისა და პარალელების ანალიზის გზით. საკითხის კვლევისათვის გამოყენებულ იქნა მეთოდები: მხატვრული სტილის, პალიტრისა და კომპოზიციის ვიზუალური ანალიზი; ისტორიული და კულტურული ანალიზი სხვა არქეოლოგიურ აღმოჩენებთან ურთიერთკავშირის დადგენისათვის; საქართველოსა და უცხო ქვეყნების კოლექციების ნიმუშებთან შედარებითი ანალიზი და ანალოგიების ძიება. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბორჯღალს ძველთაგანვე იყო მნიშვნელოვანი აპოტროპეული სიმბოლო ქართულ კულტურაში, ის მზის ხატებად მიიჩნეოდა და სხვადასხვა ფორმით გამოხატული, ერთმანეთისგან განსხვავებულ მასალებში ჰპოვებდა ასახვას. ეს სიმბოლო ქართულ რეალობაში იმდენად მყარად დამკვიდრდა, რომ თანამედროვე ეტაპზეც არ დაუკარგავს აქტუალობა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 101 უცხოური ანალოგიური მასალების მოძიებამ გამოავლინა ადგილობრივი ორნამენტის ხასიათისა და დეკორატიული სქემების ყირიმის, მცირე აზიისა და აღმოსავლურ (სამარყანდი, ქაშანი, ნიშაბური) კერამიკასთან მსგავსება. რაც უდავოდ ადასტურებს, რომ საქართველოს კერამიკული ხელოსნობა იზოლირებულად და კარჩაკეტილად როდი ვითარდებოდა, პირიქით, იგრძნობოდა კულტურათაშორისი ზეგავლენებიც და აღმოსავლეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნების კერამიკის საწარმოო ცენტრებთან კავშირიც. კვლევის შედეგები ხელს უწყობს საქართველოს ისტორიულ-კულტურული კონტექსტისა და მხატვრული მემკვიდრეობის უფრო ღრმად გააზრებას. საკვანძო სიტყვები: მოჭიქული კერამიკა; ბორჯღალი; მბრუნავი მოტივები; სოლარული ნიშანი; შუა საუკუნეები ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის მდიდარ ფონდში დაცულია ორნამენტით შემკული მოჭიქული კერამიკის მნიშვნელოვანი კოლექცია. კოლექციაში თავმოყრილია ბოლო სამი- ოთხი ათწლეულის განმავლობაში, პროფესორ ომარ ლანჩავას ხელმძღვანელობით, ქუთაისის ციტადელის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები, რომელთა უმრავლესობა შუა საუკუნეებით თარიღდება (ქარციძე, 2010), (Kartsidze, 2023). ბორჯღალის მოტივები ხეზე კვეთილ ნიმუშებში ქართულ რეალობაში ბორჯღალი სწორედ, რომ უკვდავების გამოხატულებად გვევლინება. ეს მოტივი ხომ თავად მარადისობის სიმბოლოა, ალბათ ამიტომაც ძალზე სიცოცხლისუნარიანი გამოდგა და დღესაც სტაბილურად ინარჩუნებს აქტუალობას. თითქმის არც ერთ სხვა უძველეს ორნამენტულ კომპოზიციას თანამედროვეობაში არ აქვს ისე ფართო გამოყენება, როგორც ბორჯღალს: ის გამოყენებულია თანამედროვე ავეჯის მხატვრული დამუშავებისას; საიუველირო ნაკეთობებში; ქართული ეროვნული ფულის მონეტებზე და სხვ. ბორჯღალის მეშვეობით, თითქოს, დიალოგი მიმდინარეობს ცივილიზაციათა, კულტურათა და საუკუნეთა შორის. ქუთაისური მოჭიქული კერამიკის მბრუნავი ორნამენტული მოტივის განხილვის დასასრულს, აუცილებელია აღინიშნოს ადგილობრივი ორნამენტის ხასიათისა და დეკორატიული სქემების ყირიმის, მცირე აზიისა და აღმოსავლურ (ნიშაპური, სამარყანი, ქაშანი) კერამიკასთან მსგავსების შესახებ. რაც ადასტურებს შუა საუკუნეებში ამ რეგიონებთან საქართველოს მჭიდრო ეკონომიკური	cache/gs-3378.pdf	txt/gs-3378.txt
