id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3380	Manvelidze, Nino; Burjanadze, Medea; Jgenti, Lali	Entomofauna associated with Oriental spruce (Picea orientalis L.) in the around subalpine forests of Goderdzi Pass	2025	10	.pdf	application/pdf	2627	133	72	აღნიშნულიდან გამომდინარე, აქტუალური საკითხია გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე სუბალპურ ტყეებში გავრცელებული ენტომოფაუნის გამოვლენა. წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში პირველად მოხდა ზემოთ აღნიშნული საკითხის შესწავლა, ხოლო კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისათვის, არამედ ქვეყნისა და მსოფლიოსათვის. წარმოდგენილ ნაშრომში საუბარია გოდერძის უღელტეხილსა და მის მიდებარე სუბალპურ ტყეებში ზ.დ-დან 1850-2100 მ სიმაღლეზე გავრცელებული ენტომოფაუნის სახეობრივ მრავალფეროვნებაზე, რომლებიც თავიანთი ბიოეკოლოგიით დაკავშირებულნი არიან აღმოსავლურ ნაძვთან. მასალა და მეთოდიკა აღმოსავლურ ნაძვზე გავრცელებული ენტომოფაუნის სახეობრივი მრავალფეროვნების შესასწავლისა და გავრცელების ახალი კერების გამოვლენის მიზნით, 2023-2024 წლებში კვლევა ჩატარდა გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე სუბალპურ ტყეებში ზ.დ-დან სხვადასხვა სიმაღლეზე, როგორც წიწვოვან კორომებში, ისე შერეულ ფოთლოვან ტყეებში, სადაც ნაძვის მხოლოდ ერთი სახეობა - აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis L.) არის გავრცელებული. ქერქიჭამიებითა (Scolytidae) და ხაბაუზებით (Cerambycidae) გამოწვეული დაზიანების აღმოჩენა და მათი ინტენსივობის განსაზღვრა მოხდა კვლევის არსებული მეთოდიკით [10]. საკვლევი არეალი მოიცავს გოდერძის უღელტეხილის (2025 მ ზ.დ.) და მისი მიმდებარე ტერიტორიების: მწვანე ტბის ( 2058 მ ზ.დ.), გოდერძის ალპური ბაღის (1960 მ ზ.დ.) და კურორტ ბეშუმის (1850-2000 მ ზ.დ.) სუბალპური სარტყლის ტყის მცენარეულობით წარმოდგენილ (31,6 ჰა) მონაკვეთებს, რომლებიც ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების უნიკალურობით მოქცეულია ზურმუხტის ქსელის დამტკიცებული უბნის - „გოდერძი GE0000026“- ტერიტორიაზე. 2022 წლის 02 დეკემბრიდან ზურმუხტის ქსელის უბანი „გოდერძი GE0000026“ აღიარებულია, როგორც სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიების (Areas of Special Conservation Interest- ASCI) სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორია [4].	cache/gs-3380.pdf	txt/gs-3380.txt
